RIHA-ს მეოთხე სტუდიური ალბომი – HnH

არტისტის მეოთხე სტუდიური ალბომი სახელწოდებით HnH, იშიფრება, როგორც Hardcore ‘n’ Harmonic.
RIHA - HnH ავტორი: ჯაბა ონიანი
RIHA – HnH
ავტორი: ჯაბა ონიანი

RIHA ქართველი არტისტის, რატი ონიანის სასცენო სახელია, რომელიც სვანური სიტყვაა და განთიადს, სინათლეს ნიშნავს. არტისტმა 1 აპრილს მეოთხე სტუდიური ალბომი სახელწოდებით HnH გამოუშვა,  მისივე თქმით, HnH – იშიფრება, როგორც Hardcore ‘n’ Harmonic.

ალბომი თორმეტ ძირითად და დამატებით ბონუს კომპოზიციას აერთიანებს და მრავალფეროვანი ჟღერადობით გამოირჩევა, რაც მთლიანობაში დინამიკური და ექსპერიმენტული მუსიკის ნარატივს ქმნის.

RIHA – რატი ონიანი:

„ჩანაწერებზე მუშაობა წელიწადნახევრის წინ დავიწყე. ეს მეოთხე სტუდიური ალბომია. გამოვიყენე ოთხი სხვადასხვა ბას-გიტარა: ულადო, აკუსტიკური და ორი სხვადასხვა ელექტრო ბასი. მთავარი ინსპირაცია ჰარდქორ მუსიკა იყო, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ძალიან მიყვარს ჰარდქორ პანკი: Minor Threat, Bad brains და მძიმე მეტალი თავისი ათასი ფორმით. შეიძლება, მუსიკალურად იმდენად არ გადიოდეს ამ ჟანრებში, მაგრამ მე ენერგიის სწორად დაჭერა მინდოდა, იმ ძალიან გულიანი ენერგიის და პროტესტული მოძრაობების, რაც ამ ჟანრებში დევს. თან სვანური და ქართული ხალხური ელემენტებითაც შევავსე.”

პროექტზე მუშაობის პროცესში არტისტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ ადამიანებს, რომლებმაც ალბომის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს:

„ალბომი ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი მსახიობის, დიმიტრი ტატიშვილის ხმით იწყება, კიდევ ერთ კომპოზიციაში მასთან ერთად დედაჩემის, ასევე მსახიობ ნათია გუბენკოს ხმას გაიგებთ. ხოლო მუსიკოსებს რაც შეეხებათ: ალბომში მონაწილეობას იღებს დემეტრე ახალკაცი, ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ის ფანდურზე უკრავს და ხალხურ თემებს მღერის; ასევე, მესაყვირე პატრიკ მაკგოვერნი ამერიკიდან, რომელთან ერთადაც ვრცელი იმპროვიზაციული თემა „გვფრცქვნი“ დავწერე; ჩემთვის უსაყვარლესი ია შუღლიაშვილი, რაც მახარებს, რადგან მისი ხმა ყოველთვის განსაკუთრებულია ქართულ ვოკალურ მუსიკაში და გიტარისტი სანდრო ქართველიშვილი, რომლის პარტიები რიჰას მუსიკაში არაერთხელ გაჟღერებულა. ალბომში 12 წუთიანი კომპოზიციაა, სახელად რიჰა (ამას ქვესახელიც აქვს: სიმღერა ხარზე, მზეზე და კატაზე, რადგან სვანეთში ოდითგანვე იყო მათი კულტი).

ალბომში 12 + ბონუს კომპოზიციაა, რომელიც დიდი ხნის ნაფიქრია. ვეცადე, ძალიან ჰარმონიულიც და ამავდროულად მძიმეც გამოსულიყო. ჩემს ალბომებში ყოველთვის ბას-სოლო შედის ხოლმე. HnH იწყება ბას-სოლოთი, სახელად Kartvelian Movement – ქართული ენაც ხომ ქართველური ენების ნაწილია, სვანურ, ლაზურ და მეგრულ დიალექტებთან ერთად. სახელიც ამას ცხადჰყოფს. რამდენიმე ინსტრუმენტალსაც სვანური სახელი დავარქვი, რასაც ხშირად ვაკეთებ, ეს ერთგვარი მცდელობაა იმისა, რომ მეც არ დავივიწყო სვანური ენა და უკეთ ვსწავლობ მას. P.S. HnH ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, გიო კალანდაძემ მიმიწერა ბასზე, მან თავდაპირველად Black Sabbath-ის ალბომი Heaven and hell იგულისხმა და მეც ჩემებურად გავშიფრე HnH.” – RIHA.

RIHA იმ არტისტთა შორისაა, ვინც მუსიკას მუდმივი ძიების პროცესად აღიქვამს.  ენობრივი და კულტურული ფენების სინთეზით, RIHA ახალი მუსიკალური ენის ფორმირებას ცდილობს, სადაც ფოლკლორი, ალტერნატიული ენერგია და ინდივიდუალიზმი ერთ მთლიანობად იქცევა. სწორედ ეს უწყვეტი კვლევა და ექსპერიმენტი აყალიბებს მის მუსიკას ცოცხალ, განვითარებად პროცესად, რომელიც მსმენელს სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს.

მოისმინეთ RIHA-ს მეოთხე ალბომი, სახლწოდებით – HnH (Hardcore ‘n’ Harmonic)

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

4D Monster Lobsters-მა ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

Moby-ს მრავალი ნიჭი – რამდენიმე ფაქტი არტისტის შესახებ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი