Tatuza Jazz Club-ში ბექა გოჩიაშვილი მსმენელის წინაშე ახალი პროექტებით წარდგება

11 და 12 აპრილს, ორდღიანი სერიის ფარგლებში, მუსიკოსები სცენაზე განსხვავებული შემადგენლობით წარდგებიან.
ბექა გოჩიაშვილი
Tatuza Jazz Club

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით Tatuza Jazz Club განსაკუთრებულ მუსიკალურ პროექტს უმასპინძლებს. 11 და 12 აპრილს ჯაზკლუბის სცენას ახალი პროექტით ბექა გოჩიაშვილის კვარტეტი დაიკავებს.

ორდღიანი სერიის ფარგლებში მუსიკოსები სცენაზე განსხვავებული შემადგენლობით წარდგებიან. 11 აპრილს ბექა გოჩიაშვილთან ერთად ხონძი (საქსოფონი), ხატია ქორიძე (ბასი) და გიო კაპანაძე (დრამი) დაუკრავენ. 12 აპრილს კი კვარტეტის ჟღერადობას ლუკა თოფურია შეუერთდება, რომელიც სცენას კვლავ ხონძისთან და გიო კაპანაძესთან ერთად გაიზიარებს.

ორივე საღამოს კარი 21:00 საათიდან გაიღება, ხოლო მუსიკალური პროგრამა 22:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ ბმულზე – tkt.ge/tatuza, ასევე ადგილზე. TBC Concept-ის Visa და Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს სპეციალური 15%-იანი ფასდაკლება.

საკონცერტო პროგრამებისა და სხვა სიახლეებისათვის ეწვიეთ Tatuza Jazz Club-ის სოციალური ქსელების არხებს: 

Tatuza Jazz Club –  Instagram 

Tatuza Jazz Club – Facebook

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Starring Georgia – ეკოსისტემა, სადაც კულტურული მოვლენა ეკონომიკურ და საზოგადოებრივ სარგებელში ითარგმნება

შემდეგი სტატია

YE-მ ლოს-ანჯელესის სტადიონზე გამართული მეორე კონცერტისას, სცენაზე ლორინ ჰილი და ტრევის სკოტი მიიწვია

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი