გამოცემა TMZ-იმ ჰიპ ჰოპ არტისტ ქარდი ბის სთხოვა, მომღერალ რიანასთვის რაიმე ერჩია, რადგანაც ბარბადოსელი უახლოეს პერიოდში შვილს ელოდება.
ქარდის ჯგუფ Migos-ის წევრ Offset-ისგან ორი შვილი, 3 წლის გოგონა, ქალჩა ქიარი სეფასი და 8 თვის ვაჟი, ვეივ სეთ სეფასი ჰყავს. მუსიკოსმა კომენტარი კარიერის შესაძლო დასრულებაზეც გააკეთა.
ნიუ იორკელმა ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2017 წელს მან ჰიტი Bodack Yellow გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში ზედიზედ სამი კვირა დაჰყო. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის წამყვან პოზიციაზე გავიდა. სინგლი ბრილიანტის სტატუსის მფლობელიც გახდა, რამაც ქარდი ამ მიღწევის მქონე პირველ ქალ რეპერად აქცია. 2019 წელს მუსიკოსის სამმაგი პლატინის მფლობელმა სადებიუტო ჩანაწერმა Invasion Of Privacy გრემის დაჯილდოებაზე “წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის” კატეგორიაში გაიმარჯვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალმა სოლო არტისტმა აღნიშნული ნომინაცია მოიგო.