BLACKPINK-ისა და სელენა გომესის ჰიტმა Ice Cream YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

მუსიკალური ვიდეო K-pop ჯგუფისთვის რიგით მერვე, ხოლო სელენა გომესისთვის მეოთხე ნამუშევარია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
BLACKPINK ice Cream BLACKPINK / YOUTUBE
BLACKPINK ice Cream
BLACKPINK / YOUTUBE

BLACKPINK-ისა და სელენა გომესის 2020 წლის ერთობლივი სინგლის, Ice Cream-ის მუსიკალურმა ვიდეომ YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა. ეს K-pop ჯგუფისთვის რიგით მერვე, ხოლო სელენა გომესისთვის მეოთხე ნამუშევარია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.

რეტრო, ზღაპრულ სტილში გადაღებულ ფერად კლიპში BLACKPINK-ის წევრები  LISA, JENNIE, JISOO, ROSÉ და სელენა გომესი მონაწილეობენ. ნათელი და მრავალფეროვანი კოსტიუმებით შემოსილი ხუთივე მომღერალი სხვადასხვა ადგილას ცეკვავს, მათ შორის ვარდისფერბუშტებიან სივრცეში და გასაბერ ატრაქციონზეც.

ვიდეოში ნაყინიც უხვად არის: სელენა გომესი ნაყინის ფურგონით ჩნდება, ერთ-ერთ სცენაში კი BLACKPINK-ის წევრები ნაყინით ხელში ცეკვავენ.

Ice Cream – BLACKPINK-ის სადებიუტო სტუდიური ალბომის, The Album-ის მეორე სინგლია. სიმღერა 8 კვირის განმავლობაში Billboard Hot 100-ის ჩარტში მე-13 ადგილზე პოზიციონირებდა, ხოლო Billboard Global 200-ში 14 კვირა დაჰყო და მე-8 ადგილი დაიმკვიდრა. თავად ალბომმა Billboard 200-ში მეორე ადგილი დაიკავა და ჩარტებში 26 კვირა გაატარა.

BLACKPINK 2016 წელს სადებიუტო სინგლის, Square One-ის გამოჩენის შემდეგ K-pop-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ იქცა. Billboard-ის Hot 100-ში გოგონების ჯგუფის 11 სიმღერა მოხვდა, მათმა მეორე სტუდიურმა ალბომმა Born Pink-მა კი წინამორბედის წარმატებასაც გადააჭარბა და Billboard 200-ის სათავეში მოექცა. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის ოთხივე წევრს წარმატებული სოლო კარიერაც აქვს და თითოეულ მათგანს Hot 100-ში მინიმუმ ერთი ჰიტი მაინც უფიქსირდება.

YouTube-ზე მილიარდ ნახვათა კლუბში მოხვედრით Ice Cream BLACKPINK-ის სხვა შვიდ სინგლს შეუერთდა, რომელთა შორისაა Pink Venom და Ddu-Du Ddu-Du. რაც შეეხება სელენა გომესს, მისთვის ეს ამ სტატუსის მქონე მეოთხე ვიდეოა ისეთ ჰიტებთან ერთად, როგორებიცაა: Come & Get It, Calm Down (Rema-სთან კოლაბორაციით) და ჩარლი პუთთან თანამშრომლობით შექმნილი სინგლი We Don’t Talk Anymore.

ნახეთ Ice Cream-ის მუსიკალური ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეი-ჯეი იოჰანსონისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტი

შემდეგი სტატია

Duran Duran ნილ როჯერსთან კოლაბორაციას აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი