ნახეთ, თუ რატომ არ არის ნახსენები ჯენეტ ჯექსონი მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმში 

„ვისურვებდი, რომ ფილმში ყველა ყოფილიყო,” – აღნიშნა ლატოია ჯექსონმა.
ჯენეტ ჯექსონი
GILBERT FLORES/WWD

მაიკლ ჯექსონის ისტორია ცნობილია იმით, რომ ის მის რვა მუსიკალურ დედმამიშვილს მოიცავს. თუმცა პოპის მეფეზე გადაღებულ ახალ ბიოგრაფიულ ფილმში „მაიკლი” ერთ-ერთი მათგანი აკლია: Billboard Hot 100-ის ათგზის ლიდერი ჯენეტ ჯექსონი. 

ფილმის პრემიერაზე, 20 აპრილს, ლატოია ჯექსონმა ამის მიზეზი ახსნა. როგორც Variety-სთან საუბარში მომღერალმა აღნიშნა, ჯენეტს სთხოვეს, რომ ფილმში ასახული ყოფილიყო, თუმცა მან უარი განაცხადა.

„პატივი უნდა ვცეთ მის სურვილს,” – თქვა ლატოიამ და აღნიშნა, რომ მასზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ჯენეტი ფილმში აუცილებლად იქნებოდა. „ვისურვებდი, რომ ყველა ყოფილიყო მასში.”

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა რეჟისორმა ანტუან ფუკამაც: „ძალიან გამიხარდებოდა ჯენეტის მონაწილეობა. ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიყვარს ის, მაგრამ, არა უშავს. ის მხარს უჭერს ჯაფარს და ესაა მთავარი.”

არაერთი გადადების შემდეგ „მაიკლი” საბოლოოდ კინოეკრანებზე გამოვიდა. პოპის მეფის როლს მისი ძმისშვილი ჯაფარ ჯექსონი ასრულებს. ფილმი გადმოსცემს მაიკლის ცხოვრებას დაბადებიდან მუსიკალურ დიდებამდე.

„ჯაფარი აბსოლუტურად შესანიშნავი იყო,” – თქვა ლატოიამ. „ყველას დაგვავიწყდა და გვეგონა, რომ მაიკლს ვუყურებდით. ვფიქრობდით: ‘ღმერთო, სულ დაგვავიწყდა, რომ ეს ჯაფარია.”

მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონის ოჯახის უმრავლესობა – მაიკლის ვაჟის, პრინცის ჩათვლით –  ჩართული იყო პროექტში, ჯენეტმა – ისევე, როგორც მაიკლის დანარჩენმა ორმა შვილმა, პერისმა და ბიჯიმ – ფილმისგან დისტანცირება ამჯობინა. პერისმა ხმამაღლა გააკრიტიკა პროექტი, რომელიც, მისი თქმით, ბევრ უზუსტობასა და ტყუილს შეიცავს. მან ასევე გააკრიტიკა ჯექსონის მემკვიდრეობა ფილმისთვის გაწეული ხარჯების გამო და თქვა, რომ ეს ყველაფერი მისი მამის ქონების განმკარგველების გასამდიდრებლად გაკეთდა.

ბიოგრაფიული ფილმი გასულ წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა მისი პრემიერა გადაიდო მას შემდეგ, რაც რამდენიმე სცენის ხელახლა გადაღება გახდა საჭირო, რადგან ჯექსონის მემკვიდრეობის წარმომადგენლებმა გააანალიზეს, რომ თავდაპირველ სცენარს შესაძლოა დაერღვია დეკადების წინ დადებული კონტრაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტი უკრძალავდა მემკვიდრეობას ჯორდან ჩენდლერის ოჯახის დრამატიზებას – ბიჭის, რომელიც მაიკლს ძალადობაში ადანაშაულებდა 1990-იან წლებში, როცა ის 13 წლის იყო. გადმოცემის თანახმად, სწორედ ეს მოვლენა იყო ფილმის სცენარის ერთ-ერთი მთავარი ხაზი. ბავშვზე ძალადობის ბრალდება ჯექსონს ოფიციალურად არ დადასტურებია.

როდესაც ლატოიას ჰკითხეს, ღელავდა თუ არა იმაზე, რომ შესაძლოა ფილმი საერთოდ ვერ გამოსულიყო, მან უპასუხა: „არა, არ ვღელავდი. ვიცოდი, რომ დროთა განმავლობაში გამოვიდოდა.”

ნახეთ ლატოია ჯექსონის ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Bedford Falls-მა ახალი კლიპი წარადგინა

შემდეგი სტატია

გიორგი ქინქლაძე ნოელ გალაგერთან გადაღებულ ფოტოს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი