CES Records-მა ომისშემდგომი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი, Mother on Mondays-ის სადებიუტო ალბომი – Clear and Cold აღადგინა. 2026 წელს ჩატარებული რემასტერინგის შემდეგ, ალბომი ახალი ჟღერადობით უკვე ხელმისაწვდომია ყველა ციფრულ პლატფორმაზე.
Mother on Mondays 1992 წელს ჩამოყალიბდა. ბენდის მუსიკა, რომელიც ბრიტანული პოსტ-პანკისა და სინთ-პოპის გავლენით იქმნებოდა, სრულიად განსხვავდებოდა იმდროინდელი მეინსტრიმული ჟღერადობისგან. ალბომი Clear and Cold 1993 წელს ისტორიულ სტუდია „მელოდიაში“ ჩაიწერა და მაშინდელი ახალგაზრდა თაობის ხმად იქცა. ალბომი კარგად გამოხატავს, თუ იქმნებოდა ქართული ელექტრონული და ინდი-მუსიკის ისტორია.
გარდა იმისა, რომ ალბომი ციფრულად უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია, 2026 წლის ზაფხულში CES Records გეგმავს, Clear and Cold გამოსცეს ვინილზე, რომლის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებასაც ბრიტანული კომპანია Kudos უზრუნველყოფს.
მოუსმინეთ Clear and Cold-ს ციფრულ პლატფორმებზე.