„ნიჭიერთა ათწლედი” ჯაზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

ღონისძიება 30 აპრილს „არტერიაში” შედგება.

30 აპრილს „ნიჭიერთა ათწლედი” ჯაზის საერთაშიროსო დღეს აღნიშნავს. ღონისძიებას „არტერია” უმასპინძლებს. ამ თარიღთან დაკავშირებით გაიმართება კონცერტი, რომელშიც სწორედ ათწლედის ჯაზის განყოფილების მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. ანსამბლს ხელმძღვანელობს ცნობილი ჯაზპიანისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, თბილისის ბიგ-ბენდის სოლისტი და „ნიჭიერთა ათწლედის” პედაგოგი დინი ვირსალაძე. 

კონცერტზე ასევე დაუკრავს „ნიჭიერთა ათწლედის” საბავშვო ორკესტრი, რომელიც ჯორჯ გერშვინის, გლენ მილერისა და ლუი არმსტრონგის ჯაზსტანდარტებს შეასრულებს და მსმენელს ჯაზის ოქროს ხანაში ამოგაზურებს. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელია ირინა ოდიშარია, დირიჟორი კი ათწლედის მე-12 კლასის მოსწავლე ანდრია ბოლქვაძე.

ღონისძიების სპეციალური სტუმრები იქნებიან: ჯაზპიანისტი პაპუნა შარიქაძე, ბასისტები ირაკლი დოლიძე და ლევან დეისაძე და დრამერი ზაზა ცერცვაძე. 

„ნიჭიერთა ათწლედში” ჯაზის განყოფილება 2011 წელს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თამუნა მიქაძის ინიციატივით დაარსდა და ის საქართველოში ჯაზის ერთადერთი სპეციალური პროგრამაა.  სწორედ 2011 წელს დააფუძნა იუნესკომ ჯაზის საერთაშორისო დღეც – 30 აპრილი. ათწლედის კურსდამთავრებულები წარმატებით განაგრძობენ სწავლას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ისევე, როგორც ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ ჯაზაკადემიებში. 

თამუნა მიქაძე:

„არტერიაში გამართული ჯაზის საერთაშორისო დღე იქნება ერთგვარი მანიფესტი – გლობალური მუსიკის აქტი, რომლის დროსაც მსოფლიო ერთიანდება და სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად ჟღერს ჯაზი, როგორც თავისუფლების, დემოკრატიისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის უნივერსალური სიმბოლო. საქართველოც, როგორც ჯაზის მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყანა, ამ მნიშვნელოვან მოძრაობას ღირსეულად უერთდება. ეს იქნება საღამო, სადაც შედგება თაობათა ცოცხალი დიალოგი. დამწყები და პროფესიონალი მუსიკოსები ერთ სცენაზე ერთ მუსიკალურ სივრცეს შექმნიან და შეუერთდებიან იმ ქალაქებს, სადაც 2011 წლიდან ტრადიციულად აღინიშნება ჯაზის საერთაშორისო დღე.”

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართულმა ლეიბლმა CES Records-მა Mother on Mondays-ის ალბომის – Clear and Cold-ის აღდგენილი ვერსია გამოსცა

შემდეგი სტატია

ნახეთ როსალიას სრული სიტყვა “ბილბორდის” 2026 წლის Latin Women in Music-ის დაჯილდოებაზე, სადაც ის წლის ქალად დასახელდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი