ნახეთ როსალიას სრული სიტყვა “ბილბორდის” 2026 წლის Latin Women in Music-ის დაჯილდოებაზე, სადაც ის წლის ქალად დასახელდა

„ძალიან მინდა, ადამიანებს ეშინოდეთ იმ ქალების, რომლებიც ჩემს სიმღერებს უსმენენ.”
როსალია

როსალია წლის ქალის ჯილდოს მფლობელი გახდა „ბილბორდის” 2026 წლის Latin Women in Music-ის ცერემონიაზე. მომღერალმა ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან LUX ტურნეში იმყოფება, თუმცა სამადლობელი სიტყვა ღონისძიებაზე მან ვიდეოს სახით გაგზავნა. 

ავტორ-შემსრულებელი აღიარებული იქნა, როგორც თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ხმა, მისი წარმატების, ლიდერობისა და კულტურული გავლენის დამსახურებით. „როსალია მუდმივად სცდება ესპანურენოვანი მუსიკის საზღვრებს, ტრადიციას თამამ ინოვაციასთან აერთიანებს და ხიბლავს აუდიტორიას მთელი მსოფლიოს გარშემო,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მაშინ გავრცელდა, როცა ცნობილი გახდა, რომ წლის ქალის ტიტული სწორედ როსალიას გადაეცემოდა. „ბოლო ალბომი LUX კიდევ ერთხელ ამყარებს მის კულტურული ძალის სტატუსს, იწვევს გლობალურ დისკუსიას და ამტკიცებს როსალიას, როგორც პროგრესულად მოაზროვნე შემოქმედებითი ლიდერის რეპუტაციას.”

Latin Women in Music-ის გასულ გამოშვებებში წლის ქალის ჯილდო მიღებული აქვთ შაკირას, კეროლ ჯისა და სელენა გომესს. 

ტრანსლაციის დროს არტისტმა წარმოადგინა Focu’ranni-ს ვიდეოკლიპი, რომელიც თვის დასაწყისში, ტურნეს დროს მადრიდში ჩაიწერა. კლიპში ის თეთრ გედს განასახიერებს და ათამდე მოცეკვავე ახლავს თან. ცერემონიაზე ასევე გადაიცა მისი სამადლობელი სიტყვა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:  

„გამარჯობა, ბილბორდ! იმედი მაქვს, ღონისძიება შესანიშნავად მიმდინარეობს. ამჟამად ტურნეში ვარ, რის გამოც ცერემონიაზე დასწრება არ შემიძლია, მაგრამ დიდ მადლობას გიხდით ამ აღიარებისთვის. ამ ჯილდოს მიღება წარმოუდგენელი პატივია. მე არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ, ყველა იმ ქალის გარეშე, ვიზეც წამიკითხავს, ვისთვისაც მომისმენია და ვისაც შევხვედრივარ. ასე რომ, მინდა, სამყაროსთვის ღია დავრჩე და განვაგრძო სწავლა იმ ადამიანებისგან, ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანია.

მინდა, მადლობა გადავუხადო დედაჩემს, პილარს, ვინც სიცოცხლე მაჩუქა. ლოლის მხოლოდ იმისთვის, რომ არსებობს. ალექსას და კარლოტას, რომლებიც ყოველთვის ახერხებენ ჩემ გაცინებას და ყოველთვის ჩემ გვერდით არიან. მადლობა ჯოდის, სემს, ჯენს და ვივიენს, რომ ყოველთვის მხარს მიჭერენ. მადლობა შენ, რებეკა, რომ ჩემი გჯერა. და მადლობა მთელ ჩემს გუნდს, რომლებიც ქალებისგან შედგება. მადლობა თქვენ, კეროლაინ და ანჟელიკა, რომ ხართ LUX-ის ნაწილი. პატს (პატი სმითი) და ბიორკს, რომ ყოველთვის შთამაგონებენ. და კიდევ უამრავ სხვას – შეიძლება სიტყვა დაუსრულებლად გავაგრძელო.

ალექსანდრ მაკქუინმა ერთხელ თქვა: ‘მინდა, რომ ადამიანებს ეშინოდეთ იმ ქალების, რომელთაც მე ვაცვამ.’ ალბათ სწორედ ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი. მე მინდა, რომ ადამიანებს ეშინოდეთ იმ ქალების, რომლებიც ჩემს სიმღერებს უსმენენ. იმედი მაქვს ისინი ყოველთვის იგრძნობენ თავს თავისუფლებად და შეუჩერებლებად, რადგან ისინი სწორედ ასეთები არიან.

და მადლობა ბილბორდს, რომ განაგრძობს ქალების მხარდაჭერას. იმედი მაქვს ერთმანეთს მალე შევხვდებით. დიდ სიყვარულს ვუგზავნი ყველას, ვინც ცერემონიას ესწრება. იმედი მაქვს, ბოლომდე ისიამოვნებთ. გკოცნით.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ნიჭიერთა ათწლედი” ჯაზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

შემდეგი სტატია

Foo Fighters Elizabeth Miranda

Foo Fighters-მა ახალი ალბომი Your Favorite Toy წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი