Foo Fighters-მა ახალი ალბომი Your Favorite Toy წარადგინა

Foo Fighters-მა Your Favorite Toy გამოუშვა – ეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი ჯგუფის მე-12 სტუდიური ალბომია.
Foo Fighters Elizabeth Miranda
Foo Fighters
Elizabeth Miranda

დეივ გროლისა და მისი გუნდის ალბომი Your Favorite Toy ნამდვილი როკ ნამუშევარია, რომელიც უკვე გამოშვებულ სიმღერებს: Caught In The Echo-ს და All of the People-ს მოიცავს – ეს უკანასკნელი სიმღერა ბენდმა ირლანდიაში, ისტორიულ  St James Church-ში ცოტა ხნის წინ ცოცხლად შეასრულა. 

Foo Fighters ალბომის პოპულარიზაციას აქტიურად  25 აპრილს, ბრიტანულ Saturday Night Live-ში გააგრძელებს. ამავდროულად, გამოვიდა სიმღერა Window-ს ოფიციალური მუსიკალური ვიდეო ჯეიკ ერლანდის რეჟისორობით და სულ მალე დაიწყება მასშტაბური ტურნე Take Cover Tour. მანამდე Foo Fighters-მა ალბომში შესული სიმღერები საკუთარ ვებგვერდზე ინტერაქტიული, რეტრო სტილის გვერდის საშუალებით დააანონსა, სადაც სიმღერების ფრაგმენტები ჯგუფის სტუდიურ და სცენურ ფოტოებში იყო ჩაშენებული. 

„ამ ახალ კრებულზე მუშაობა ყველაზე სასიამოვნო პროცესი იყო, რაც კი წლების განმავლობაში ჩაწერისას მიგვიღია. ჯგუფი მას ყოველგვარი წესებისა და ზეწოლის გარეშე“ მიუდგა – უბრალოდ, ინსტრუმენტების ჩართვისა და შედეგის ნახვის სურვილით, საბოლოოდ კი 10 ტრეკისგან შემდგარი, 36-წუთიანი ნამუშევარი მივიღეთ, რომელიც ხმამაღალია, მელოდიური, უცნაურიც… თუმცა ის ჩვენია და ცოცხალია.” – ამბობს დეივ გროლი Classic Rock-თან საუბარში.

პრესრელიზის თანახმად, LP სახლის პირობებში ჩაიწერა, მისი თანაპროდიუსერები იყვნენ თავად Foo Fighters და Oliver Roman (The Cribs, Wolfmother). აღსანიშნავია, რომ ეს ახალი დრამერის, ილან რუბინის სადებიუტო ჩანაწერია, სწორედ მან ჩაანაცვლა ჯოშ ფრიზი, ვეტერანი მუსიკოსი, რომელიც გარდაცვლილი ტეილორ ჰოკინსის ადგილს ორი წლის განმავლობაში იკავებდა, სანამ ის გასულ მაისს ჯგუფს დატოვებდა. 

ეს ალბომი 2023 წელს გამოცემული But Here We Are-ის ერთგვარი გაგრძელებაა. ალბომმა Billboard 200-ზე მე-8 ადგილი დაიკავა და Foo Fighters-ისთვის ტოპ-10-ში მოხვედრილი მეათე ჩანაწერი გახდა. ამ მაჩვენებელში შედის მათი ორი N1 ალბომიც: Wasting Light (2011) და Concrete And Gold (2017). 

Foo Fighters-ის მომავალი მსოფლიო ტურნე  აშშ-ში რამდენიმე კონცერტით  იწყება და სტარტს მომავალ სამშაბათს, 28 აპრილს, Total Mortgage Arena-ში აიღებს. შემდეგ კი ევროპული ტურნე გაიმართება, რომელიც 10 ივნისს ოსლოში  Unity Arena-ში დაიწყება. ხოლო აგვისტოსა და სექტემბერში ჯგუფი ჩრდილოეთ ამერიკაში კიდევ ერთ მასშტაბურ ტურნეს გამართავს, ნოემბერში კი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას ეწვევიან, სადაც დამატებითი კონცერტები 2027 წლის იანვარშიც არის დაგეგმილი.

ნახეთ Window-ს მუსიკალური ვიდეო და მოუსმინეთ ალბომს Your Favorite Toy სრულად: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ როსალიას სრული სიტყვა “ბილბორდის” 2026 წლის Latin Women in Music-ის დაჯილდოებაზე, სადაც ის წლის ქალად დასახელდა

შემდეგი სტატია

ზაფხულში გიორგი გიგაშვილი გერმანიასა და ნიდერლანდებში ტურნეს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი