ზაფხულში გიორგი გიგაშვილი გერმანიასა და ნიდერლანდებში ტურნეს გამართავს

ქართველი პიანისტი მსმენელის წინაშე გერმანიის წამყვან ახალგაზრდულ ორკესტრთან, Bundesjugendorchester-თან ერთად წარდგება.
გიორგი გიგაშვილი

ზაფხულში გიორგი გიგაშვილი გერმანიასა და ნიდერლანდებში კონცერტების სერიას გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ მუსიკოსი სოციალურ ქსელში აზიარებს.  ქართველი პიანისტი მსმენელის წინაშე გერმანიის წამყვან ახალგაზრდულ ორკესტრთან, Bundesjugendorchester-თან ერთად წარდგება და რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტ No. 3-ს შეასრულებს. ორკესტრს გერმანელი დირიჟორი აურელ დავიდიუკი უხელმძღვანებელებს. ტურნე ამსტერდამში დაიწყება, შემდეგ კი გერმანიის სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება. 29-ივლისიდან 30 აგვისტომდე გიგაშვილი ევროპის ცნობილ საკონცერტო დარბაზებში ჯამში 5 კონცერტს გამართავს.

1-ელ და 2 სექტემბერს კი Bundesjugendorchester, უკვე მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით, თბილისს ეწვევა და გიგაშვილთან ერთად ქართველი მსმენელის წინაშე დაუკრავს. დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Foo Fighters Elizabeth Miranda

Foo Fighters-მა ახალი ალბომი Your Favorite Toy წარადგინა

შემდეგი სტატია

ნოა კაჰანი Patrick McCormack

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – ნოა კაჰანი, კელანი, სუკი უოტერჰაუსი და სხვები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი