ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი – რიტმი“ ბრუნდება

წელს ფესტივალი მსმენელს ჟანრობრივად მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს
ფესტივალი „თბილისი – რიტმი“

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი – რიტმი“ ტრადიციას აგრძელებს და მსოფლიო აღიარების არტისტებსა და გამორჩეულ მუსიკალურ პროექტებს ადგილობრივ სცენაზე წარმოადგენს. წელს ფესტივალი მსმენელს ჟანრობრივად მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს – ბაროკოს მუსიკიდან ჯაზამდე, ბალკანური ტრადიციებიდან აფრიკული მუსიკის ჟღერადობამდე.

11 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში აზერბაიჯანელი პიანისტი შაინ ნოვრასლი ფრანგულ ტრიოსთან ერთად წარადგენს ალბომებს, რომლებიც მის მენტორთან, ლეგენდარულ აჰმად ჯამალთან ერთად პარიზში ჩაიწერა.

12 მაისს ფესტივალს Tatuza Jazz Club უმასპინძლებს. შაინ ნოვრასლის ტრიო და ქართველი არტისტი მურმან ჯინორია მსმენელს მუსიკისა და პოეზიის სინთეზით შექმნილ საღამოს შესთავაზებენ.

28 მაისს კი კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფრანგი აკორდეონისტი და კომპოზიტორი ვინსენტ პეირანი ახალ ალბომს – „Living Being IV: Time Reflections-ს  წარადგენს.

ფესტივალს ასევე დაემატა სიახლე – წელს „თბილისი – რიტმი“ პირველად უმასპინძლებს თეატრალურ წარმოდგენას. 16 მაისს სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრში მიხეილ მრევლიშვილის სპექტაკლი, სახელწოდებით „რეპეტიციის შემდეგ“ გაიმართება. ერთმოქმედებიან დრამაში მთავარ როლებს აკაკი ხიდაშელი და მარინა კახიანი ასრულებენ.

ორგანიზატორები პრეს-კონფერენციას 27 აპრილს, 15:00-ზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში” გამართავენ და მედიასთან ფესტივალის დეტალებზე ისაუბრებენ.

 „თბილისი – რიტმი“ საქართველოს კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოსა“ და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია საპროდიუსერო კომპანია „თაგის არტი“. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომი Raw © ქეთათო ნერგაძე

ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომი Raw

შემდეგი სტატია

Tbilisi Jazz Festival

თბილისის ჯაზ-ფესტივალი იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი