თბილისის ჯაზ-ფესტივალი იწყება

თბილისის რიგით 29-ე ჯაზფესტივალი, რომელსაც „ისთერნ ფრომოუშენსი“ წარადგენს, 30 აპრილს დაიწყება და 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
Tbilisi Jazz Festival
Tbilisi Jazz Festival

თბილისის ჯაზფესტივალი გამორჩეული პროგრამით ბრუნდება და მსოფლიოს მუსიკალური სამყაროს წამყვან ვარსკვლავებთან ერთად ქართველ შემსრულებლებსაც უმასპინძლებს. ღონისძიებები კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრსა და „თათუზას“ ცნობილ ჯაზკლუბში გაიმართება.  ფესტივალი სტარტს 30 აპრილს აიღებს და 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

გაეცანით თბილისის ჯაზ-ფესტივალის მუსიკალურ პროგრამას:

30 აპრილს – ჯაზის მე-15 საერთაშორისო დღეს „თათუზაში“ ლუკა თოფურიასა და მისი მეგობრების კონცერტი მიეძღვნება.  იუნესკოს მიერ დაწესებულ ჯაზის საერთაშორისო დღეს წელს მსოფლიოს 190 ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორისაა საქართველოც. ლუკა თოფურია ახალი თაობის მუსიკოსია, რომელიც მსმენელს ჯაზის გაფართოებულ დიაპაზონსა და თანამედროვე მუსიკალურ ხედვას სთავაზობს. 

1 მაისს მარჯანიშვილის თეატრში მსმენელის წინაშე ნიუ-იორკელი გიტარისტი მარკ რიბო საკუთარ კვარტეტთან ერთად (MARC RIBOT QUARTET „HURRY RED TELEPHONE“) წარდგება. მარკ რიბო ექსპერიმენტული ჯაზისა და ავანგარდული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რომელიც ცნობილია ტრადიციული წესების დარღვევითა და სხვადასხვა სტილის სინთეზით. 

2 მაისს ფესტივალის სტუმარი იქნება პოლონელი ბასისტი და კომპოზიტორი კინგა გლიკი (KINGA GLYK), რომელიც თანამედროვე ჯაზისა და ფანკის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ არტისტად ითვლება. ახალგაზრდა მუსიკოსის კონცერტს მარჯანიშვილის თეატრი უმასპინძლებს.

3 მაისს კი, ფესტივალის დასკვნით დღეს, მარჯანიშვილის თეატრის სცენას ფრედ ჰერშის ტრიო (FRED HERSCH TRIO) დაიკავებს. სამ ათწლეულზე მეტია, რაც ფრედ ჰერში მუსიკალურ სამყაროში მნიშვნელოვან შემოქმედებით ძალას წარმოადგენს. მას ხშირად ბოლო ათწლეულის ყველაზე ინოვაციურ ჯაზპიანისტად მოიხსენიებენ.

ფესტივალის ფარგლებში 1 და 2 მაისს „თათუზას“ ჯაზკლუბი Kennedy Administration-ს უმასპინძლებს. ნიუ-იორკში შექმნილი ჯგუფი ჯაზის, R&B-ის, ჰიპ-ჰოპისა და პოპის საინტერესო ნაზავს ქმნის. კოლექტივი ცნობილია ენერგიული ცოცხალი შესრულებითა და თანამედროვე ჟღერადობით.

მარჯანიშვილის თეატრში კონცერტები 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო „თათუზას“ ჯაზკლუბის კარი სტუმრებისთვის 22:00 საათიდან გაიღება. ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნ ფრომოუშენსი“.

ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია tkt.ge-ის ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი – რიტმი“ ბრუნდება

შემდეგი სტატია

ქართველმა არტისტმა INDIEVIDIE-მ სადებიუტო სინგლი და მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

eZo Festival თბილისის ზღვაზე ახალ თავგადასავალს იწყებს

ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და ფერადი ფესტივალი eZo Festival ახალი ლოკაციითა და განახლებული ენერგიით ბრუნდება. ღონისძიებები 5, 6 და 7 ივნისს თბილისის ზღვზეა დაგეგმილი.
მეტი

ჰეილი ჯასტინ ბიბერის Coachella-ს ფესტივალზე სადებიუტო გამოსვლის კადრებს აზიარებს

პოსტში ასევე იხილავთ რეპეტიციების ამსახველ ვიდეომასალასა და მათი ვაჟის, ჯეკ ბლუზ ბიბერის ფოტოს, რომელსაც ხელზე სიმბოლური დროებითი ტატუ აქვს, წარწერით Bieberchella.
მეტი
Peggy Gou Courtesy of Atlantic Records

Goldenvoice სან-ფრანცისკოში „სეზონურ საკლუბო გამოცდილებას“ Peggy Gou-სთან, Mau P-სთან, Michael Bibi-სა და სხვა მონაწილეებთან ერთად აანონსებს

Club Darc ქალაქის 48-ე სანაპიროზე, უქმე დღეებში, 27 თებერვლიდან 16 მაისამდე გაიმართება.
მეტი

2026 წელს Tomorrowland-ის დებიუტი აზიაში შედგება

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი მიზნისკენ, მოხდეს ქვეყნის პოზიციონირება, როგორც ლიდერის გლობალურ ტურიზმში,” - აღნიშნავს ტაილანდის ტურიზმის ადმინისტრაცია ფესტივალის ქვეყანაში შესვლის შესახებ.
მეტი