ოლივია როდრიგო ბრუკლინში ე.წ. „ღია მიკროფონთან“ მოულოდნელად გამოჩნდა და მცირე აუდიტორიის წინაშე Drop Dead შეასრულა

ეს ვილიამსბურგში მდებარე Pete’s Candy Store-ში მოხდა, რომელიც დამწყები არტისტების პოპულარიზაციითაა ცნობილი და არა პოპვარსკვლავების პერფორმანსებით.
Olivia Rodrigo ADRIAN MARTIN
Olivia Rodrigo
ADRIAN MARTIN

ოლივია როდრიგომ მსმენელებს სიურპრიზი  მოუწყო. 26 აპრილს ბრუკლინში, ერთ-ერთ საღამოზე ის მცირე აუდიტორიის წინაშე, ე.წ. „ღია მიკროფონთან“ (open mic) გამოჩნდა და თავისი ახალი სინგლი Drop Dead შეასრულა. „ღია მიკროფონი” არის ღონისძიება, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია სცენაზე გასვლა და სიმღერის შესრულება. ეს ვილიამსბურგში მდებარე Pete’s Candy Store-ში მოხდა, რომელიც დამწყები არტისტების პოპულარიზაციითაა ცნობილი და არა პოპვარსკვლავების პერფორმანსებით. 

როდრიგოს აკუსტიკური გამოსვლის კადრები ინტერნეტში მალევე გავრცელდა მას შემდეგ, რაც აუდიტორიამ გააცნობიერა, თუ ვინ იდგა სცენაზე.

მომღერალი ამჟამად ემზადება მესამე სტუდიური ალბომისთვის – You Seem Pretty Sad For A Girl So In Love, რომელიც 12 ივნისს გამოვა. Drop Dead უკვე იქცა ალბომის კამპანიის მნიშვნელოვან ნაწილად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი ცოცხალი დებიუტი Coachella-ზე, ედისონ რეის გამოსვლისას შედგა. Pete’s Candy Store-ში სიმღერამ კი სულ სხვა ფორმა მიიღო – ფესტივალის მასშტაბური სცენის გარეშე, როდრიგომ წარმოადგინა გამარტივებული ვერსია, რომლითაც აქცენტი ტრეკის ემოციურ მხარეზე გააკეთა.

დაანონსებული ალბომის კამპანიას თან ახლავს როდრიგოს მოულოდნელი მუსიკალური პერფორმანსები. რამდენიმე დღით ადრე არტისტმა ლოს-ანჯელესში, კლუბ The Echo-ში დახურული კონცერტი გამართა, სადაც მასთან ერთად სცენაზე Weyes Blood გამოჩნდა და რამდენიმე ახალი კომპოზიციაც გაჟღერდა.

აღსანიშნავია, რომ Drop Dead ასევე შეიცავს მინიშნებას ჯგუფ The Cure-ზე და მათ სიმღერაზე Just Like Heaven. ეს კავშირი როდრიგოს 2025 წლის Glastonbury-ს ფესტივალს ეხმიანება, სადაც მან სცენაზე რობერტ სმიტი მიიწვია Friday I’m in Love-ისა და Just Like Heaven-ის ერთობლივად შესასრულებლად.

ოლივია როდრიგოს უნარი, თანაბარი ოსტატობით გამოვიდეს როგორც გიგანტურ ფესტივალებზე, ისე მცირე დარბაზებში, მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ალბომი GUTS, რომელიც როდრიგომ 2023 წელს გამოსცა, Billboard 200-ის პირველ ადგილზე მოხვდა, Billboard Hot 100-ის საუკეთესო ათეულში კი შევიდნენ სინგლები vampire და bad idea right?.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფილმმა „მაიკლი” ბიოგრაფიული ფილმების სადებიუტო შემოსავლის რეკორდი მოხსნა

შემდეგი სტატია

გავრცელებული ცნობებით, ჰარი სტაილსი ზოი კრავიცზე დაინიშნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი