ტონი დევისის ტრიო – Tatuza Jazz Club-ის მაისის თვის რეზიდენტი ბენდი 

ბენდი ერთი თვის განმავლობაში 10 კონცერტს გამართავს.

მაისის თვეში Tatuza Jazz Club, ტრადიციულად, ახალ რეზიდენტ ბენდს წარადგენს. ამჯერად ჯაზკლუბის სცენას ეწვევა ტონი დევისის ტრიო ნიუ-იორკიდან, რომელიც ჯამში 10 კონცერტს გამართავს.

ტონი დევისი საერთაშორისოდ აღიარებული გიტარისტი, კომპოზიტორი და ავტორ-შემსრულებელია. მისი მუსიკა აფრო-ლათინური, ფოლკის, ჯაზისა და ბლუზის გავლენების ერთგვარი ნაზავია. დევისის კონცერტები მოიცავს ჯაზის ისეთ ცნობილ სცენებს, როგორებიცაა The Blue Note, Village Vanguard და Jazz at Lincoln Center. 

ამერიკელი მუსიკოსი თბილისს ბენდთან ერთად ეწვევა. მის გარდა ტრიოს შემადგენლობაში არიან: გრემის მფლობელი ბასისტი და კომპოზიტორი ლუკ კერტისი, რომელიც თანამედროვე და ლათინური ჯაზის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მიიჩნევა და დენიელ პრიმი – ასევე ლათნური გრემის მფლობელი დრამერი და პერკუსიონისტი ვენესუელადან.

რეზიდენტი ბენდის წარსადგენად Tatuza Jazz Club სოციალურ ქსელში ტონი დევისის მისასალმებელ ვიდეოს აზიარებს. „ძალიან გვიხარია, რომ აქ ვართ და შევასრულებთ მუსიკას, რომელსაც მომდევნო თვეში ახალი ალბომის ფარგლებში ჩავწერთ,” – ამბობს მუსიკოსი. 

ბენდის პირველი კონცერტი 8 მაისს შედგა. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაიკლ ჯექსონი Matthew Rolston

მაიკლ ჯექსონის ისტორიული რეკორდი: 70-იანი წლებიდან დღემდე, ყოველ ათწლეულში, ის Billboard 200-ის ათეულში ხვდება

შემდეგი სტატია

Bzikebi eurivision.com

საქართველოს  წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები” ევროვიზია 2026-ზე დღეს წარდგებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯენიფერ ლოპესი და Alok

ჯენიფერ ლოპესმა და ALOK-მა ერთობლივი პროექტი Everything’s Fine წარადგინეს

სიმღერა ორ ვერსიად, AM და PM-ად არის წარმოდგენილი. მიუხედავად განსხვავებული ემოციებისა, ორივე მათგანი ერთსა და იმავე გზავნილს ატარებს და დღის სხვადასხვა მონაკვეთის განწყობას ასახავს.
მეტი

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი