Megan Thee Stallion: ჩემი მომავალი ალბომის 95% დასრულებულია

ფოტო: Frazer Harrison/GI

ცნობილმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მეგან პიტმა, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, წლევანდელ Webby Awards-ის ცერემონიაზე ჯილდო წლის საუკეთესო არტისტის ნომინაციაში მიიღო. მანამდე რეპერმა კულისებში თავის მომავალ სტუდიურ ალბომზე ისაუბრა.

“ჩემი მომავალი ჩანაწერის 95% დასრულებულია. ამას პირველად ვახმაურებ”, – აღნიშნა მუსიკოსმა.

წინა დღეს მეგანი ჟურნალ “ბილბორდის” მუსიკალური დაჯილდოების სცენაზე გამოვიდა, სადაც კომპოზიციები Plan B და Sweetest Pie შეასრულა. ამასთან, ღონისძიებაზე მას ჯილდო საუკეთესო ქალი რეპერის ნომინაციაში გადაეცა.

“ამ კატეგორიის ყველა ნომინანტი გამარჯვებულია. ჩვენ მთელი წელი ბევრი ვიმუშავეთ. ძალიან სასიამოვნოა, რომ გაფასებენ და გაღიარებენ”, – ამ სიტყვებით მიმართა შემსრულებელმა დამსწრეებს.

აღსანიშნავია, რომ დღემდე ბილბორდის ცხელ ასეულში ჰიპ ჰოპ არტისტის 25 კომპოზიციაა მოხვედრილი. მათ შორის პირველ ადგილზე Savage და WAP გავიდა.

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მან გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. იმავე წლის მიწურულს სამხრეთელი რეპერის სადებიუტო ალბომი Good News გამოიცა. მეგანს სამი გრემის ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის საუკეთესო ახალბედა არტისტის კატეგორიაში. ის მეორე რეპერია ლორინ ჰილის შემდეგ, რომელმაც ეს ნომინაცია მოიგო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ფიბი ბრიჯერსი კლიპს Sidelines ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონმა Heartbreak Anthem იმღერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

50 Cent-ის თქმით, თანამედროვე რეპის შესაქმნელად მან თავისი „სულელური მხარე” უნდა გამოიყენოს

„ახლანდელ მუსიკას თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სისულელე უნდა გავაკეთო,” - პასუხობს რეპერი კითხვაზე, თუ რატომ აღარ ქმნის მუსიკას ისეთი სიხშირით, როგორც ადრე.
მეტი

A$AP Rocky 2024 წლის iHeartRadio Music Festival-ზე მონაწილეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ მიიღებს

„სამწუხაროდ ავად გავხდი და iHeartRadio Music Festival-ზე ვეღარ გამოვალ. ბოდიში ვუხდი ჩემს ფანებს და მადლობა iHeartRadio-ს, რომ ეს შესაძლებლობა მომცა,” - წერს რეპერი ინსტაგრამზე
მეტი

ქარდი ბი მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს პასუხობს: „სასამართლოში შევხვდებით”

„პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ახლა თავის დაძვრენა სურთ, მაგრამ გააუთოვეთ თქვენი საუკეთესო კოსტიუმები, რადგან სასამართლოში შევხვდებით!!!!”
მეტი