12 ივლისს კუს ტბაზე Red Bull Dance Your Style-ის საქართველოს ფინალი გაიმართება. თუმცა იქამდე მოცეკვავეებმა შესარჩევი ეტაპი უნდა გაიარონ, რომელიც 21 ივნისს შედგება. მონაწილეთაგან 16 საუკეთესოს კი იაპონელი არტისტი და Red Bull-ის მოცეკვავე Kyoka შეარჩევს.
22 ივნისს Kyoka თბილისში ვორკშოპსაც გამართავს. ცნობილ არტისტთან შეხვედრა და გამოცდილების გაზიარება ნებისმიერ მსურველს (16 წლიდან) შეეძლება. დასწრება თავისუფალია.
Red Bull Dance Your Style საცეკვაო შოუა, სადაც წესებსა და ჩარჩოებს ქუჩის კულტურა ცვლის. 16 მოცეკვავე ერთმანეთს სათითაოდ, ე.წ. 1-1 ბეტლებში დაუპირისპირდება. მთავარი ინტრიგა მოულოდნელად გაჟღერებული მუსიკაა. ყველაფერი მოცეკვავეების იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული. მონაწილეთა ბედს კი სრულად მაყურებელი წყვეტს.
კონკურსში მონაწილეობა 16 წლიდან საქართველოს ნებისმირ მოქალაქეს შეუძლია. რეგისტრაცია 20 ივნისს დასრულდება.
სცენა, ტრადიციულად, წითელ და ლურჯ ფერებად გაიყოფა. თითოეულ სტუმარს სპეციალური LED სამაჯური გადაეცემა და ხმის მიცემას სასურველი ფერის ანთებით შეძლებს. გამარჯვებული, ქვეყნის სახელით, Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე წარდგება, რომელიც 24 ოქტომბერს ციურიხში გაიმართება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.