ყველაფერი, რაც ტომ ოდელის 21 ივნისის კონცერტისთვის უნდა იცოდეთ 

ორგანიზატორები საბოლოო პროგრამასა და ღონისძიებაზე მოქმედ წესებს აზიარებენ.

21 ივნისს თბილისს ტომ ოდელი ეწვევა. ბრიტანელი მუსიკოსი კონცერტს „ლოკო პარკში” გამართავს. კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე კი ორგანიზატორები საბოლოო პროგრამასა და ღონისძიებაზე მოქმედ წესებს აზიარებენ. 

ტერიტორიაზე კარი 16:00 საათზე გაიხსნება. ოდელის გამოსვლამდე, 20:20 საათზე სცენას ქართული ჯგუფი „არა” დაიკავებს. საღამოს მთავარი გმირი კი მსმენელის წინაშე 21:30 საათზე წარდგება. 

მთავარი სცენის გარდა, „ლოკო პარკის” ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იქნება დამატებით ორი სივრცე: Red Bull-ის სცენა, რომელზეც 16:30-დან 19:30 საათამდე დიჯეი Roma J დაუკრავს და Freedom Stage, სადაც 17:00 – 20:00 საათებში მსმენელის წინაშე Adia წარდგება.

ორგანიზატორები მოუწოდებენ მომხმარებელს, არ შეიძინონ ბილეთები მესამე პირებისგან, ე.წ. გადამყიდველებისგან და აფრთხილებენ, რომ მსგავს შემთხვევაში Flitz Collective პოტენციურ ზარალზე პასუხისმგებლობას არ იღებს. 

ტერიტორიაზე აკრძალულია: ბასრი ან აალებადი ნივთები და ნებისმიერი საკვები და სასმელი. 

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ 18+ ასაკის პირებს. 12+ სტუმრებს კი თან უნდა ახლდეთ ზრდასრული პირი ასაკის დამადასტურებელი მოწმობით.

ტერიტორიაზე შესასვლელად თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა, პასპორტი ან მართვის მოწმობა.

ლოკაციაზე მოსასვლელად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Red Bull Dance Your Style-ის ფინალისტებს იაპონელი მოცეკვავე Kyoka შეარჩევს

შემდეგი სტატია

YE-ს კონცერტი „დინამო არენაზე”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი