YE-ს კონცერტი „დინამო არენაზე”

არტისტი 70 000 მსმენელის წინაშე დედამიწის სფეროსებრი ფორმის, 360-გრადუსიან სცენაზე წარდგა.
YE-ს კონცერტი დინამო არენაზე
Starring Georgia

12 ივნისს, Starring Georgia-ს ორგანიზებით, „დინამო არენაზე“ YE-ს (კანიე უესტი) კონცერტი გაიმართა. არტისტი 70 000 მსმენელის წინაშე დედამიწის სფეროსებრი ფორმის, 360-გრადუსიან სცენაზე წარდგა. შოუს დაწყების წინ რეი ჩარლზის Georgia on My Mind-ის ვერსია გაჟღერდა.

YE-მ შოუზე სხვადასხვა წლის მსოფლიო ჰიტები შეასრულა, მათ შორის: Power, All of the Lights, Heartless, Praise God, ასევე ტრეკები ახალი ალბომიდან Bully. შოუ 2010 წლის ჰიტით, Runaway-ით დაიხურა.

YE-ს კონცერტი დინამო არენაზე
Starring Georgia

კანიე უესტი, ასევე ცნობილი, როგორც Ye, ერთდროულად არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, ნოვატორი და, ამავდროულად, ყველაზე პოლარიზებული არტისტი, რომელიც თავისი განცხადებებით თუ შემოქმედებით ხშირად ხდება საზოგადოებრივი კრიტიკის სამიზნე.

2026 წელს Ye-მ, სრულიად დამოუკიდებელი არტისტის სტატუსით, გამოსცა ალბომი Bully, რომელიც საკმაოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. ამას მოჰყვა კონცერტები, რომელთა შორისაც გამორჩეულია ლოს-ანჯელესში გამართული შოუ, სადაც არტისტმა მსმენელს შთამბეჭდავი ვიზუალური გაფორმება წარუდგინა და მუსიკალური ნომრები დედამიწის ფორმის გიგანტურ სცენაზე შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ YE-ს თბილისის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე საათში სრულად ამოიწურა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ყველაფერი, რაც ტომ ოდელის 21 ივნისის კონცერტისთვის უნდა იცოდეთ 

შემდეგი სტატია

„უსასრულო” – ჭექა-ქუხილი რუსთაველის თეატრის სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი