Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე – Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD
ფოტო: Shalika Studio

წლევანდელი შესარჩევი ღონისძიება მაღალი კონკურენციით გამოირჩეოდა. პროექტში მონაწილეობის სურვილი 50-მდე ბენდმა და ინდივიდუალურმა შემსრულებელმა გამოთქვა. პირველადი სელექციის შედეგად, ჟიურიმ შოუქეისის ეტაპისთვის 18 კონკურსანტი შეარჩია.

დახურული ლაივ-შოუქეისები 13-14 ივნისს Stockton Records-ის სტუდიაში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა საკუთარი შემოქმედება ჟიურისა და ინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე წარადგინეს.

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD <br> ფოტო: Shalika Studio
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD
ფოტო: Shalika Studio

შოუქეისების დასრულების შემდეგ ფინალური კონცერტისთვის 10 არტისტი შეირჩა. ფინალი CMR-ში გაიმართა, სადაც გამარჯვებულად OCD დასახელდა.

ჟიურის განცხადებით, ძლიერი კონკურენციის გამო, გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში დამატებითი პრიზებით კიდევ ორი გამორჩეული მონაწილე დაჯილდოვდა:  The Heartaches, რომელთაც ორი ტრეკის სრული სტუდიური ფროდაქშენი გადაეცათ და Friction Point, რომელთაც Abbey Road Studios-ში ალბომის მასტერინგის შესაძლებლობა მიეცემათ.

ფოტო: Shalika Studio
ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers-ის მთავარი მიზანი საქართველოში ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკალური სცენის განვითარებაა. ეს პლატფორმა ახალგაზრდა არტისტებს უნიკალურ შანსს აძლევს, საკუთარი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გააცნონ და ისეთი მასშტაბური ფესტივალის გამოცდილება მიიღონ, როგორიც Tbilisi Open Air-ია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ზურა ჯიშკარიანმა ახალი მუსიკალური ვიდეოს ფრაგმენტი გაავრცელა

შემდეგი სტატია

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი