Jay-Z-ის მუსიკალურ კარიერაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც რიკ რუბინია, მალე გამოვა – ნახეთ ტრეილერი

რვანაწილიანი დოკუმენტური სერიალის, JAŸ-Z in 8-ის დებიუტი შემოდგომაზე იგეგმება.
JAY-Z და რიკ რუბინი ფილმში JAŸ-Z 8-ში YouTube/HBO
JAY-Z და რიკ რუბინი ფილმში JAŸ-Z 8-ში
YouTube/HBO

25 ივნისს HBO-მ დოკუმენტური სერიალის JAŸ-Z in 8-ის მომავალი პრემიერის შესახებ განაცხადება გაავრცელა. პროექტი, ეკრანებზე ამ წლის შემოდგომაზე გამოვა.

სტრიმინგ პლატფორმამ განცხადებასთან ერთად სერიალის პირველი ტრეილერიც გამოუშვა, რომლის რეჟისორიც ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი რიკ რუბინია.

შავ-თეთრ კადრში Jay-Z  და 99 Problems-ის პროდიუსერი რიკ რუბინი ერთმანეთს ძველი ბერძნული არქიტექტურის ელემენტებით გაფორმებულ სივრცეში ესაუბრებიან, რომელიც ერთი შეხედვით ხელოვნების მუზეუმს ჰგავს.

„ყველას ერთი და იგივე გამოცდილება ჰქონდა, უბრალოდ მე ის ადამიანი აღმოვჩნდი, რომელსაც შეეძლო შემაღლებულ ტრიბუნაზე დამდგარიყო და ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ყველანი განვიცდით, ამ სიტყვებით გადმოეცა.” –  ამბობს  Jay-Z ვიდეოში. 

რიკ რუბინი კი პასუხობს: „ტკივილის გარეშე ამ სამუშაოს ვერ შეასრულებდი“.

არტისტი კი თვლის, რომ ტკივილის სასიკეთოდ გამოყენება  შესაძლებელია: „არ ვიტყოდი, რომ ტკივილი აუცილებელია ან რომ მისი განცდა საჭიროა. მაგრამ თუ ის უკვე არსებობს, შენს სასიკეთოდ უნდა გამოიყენო.“ – ამბობს Jay-Z.

ფორმატით JAŸ-Z in 8  – 2021 წელს გამოსულ დოკუმენტურ მინისერიალს McCartney 3, 2, 1 ჰგავს, რომელშიც რიკ რუბინი პოლ მაკარტნისთან ერთად მისი მუსიკალური კარიერისა და შემოქმედების შესახებ საუბრობს.

პრესრელიზის თანახმად, HBO-ს დოკუმენტურ სერიალში Jay-Z და რიკ რუბინი არტისტის შემოქმედებით გზას, სიმღერების ტექსტებს, ცხოვრების გამოცდილებასა და მუსიკის შექმნის პროცესს განიხილავენ.

სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები თავად Jay-Z, ოსკაროსანი მსახიობი დენიელ კალუია და რეჟისორი რიკ რუბინი არიან.

სიმბოლურია ისიც, რომ პროექტის ანონსი სწორედ იმ დღეს გავრცელდა, როდესაც Jay-Z-ის სადებიუტო ალბომის, Reasonable Doubt-ის გამოსვლიდან 30 წელი შესრულდა. ალბომი 1996 წლის 25 ივნისს გამოვიდა და Billboard 200-ის ჩარტში 23-ე ადგილს მიაღწია, სადაც 18 კვირა დაჰყო. 

სადებიუტო ალბომის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, Jay-Z-ის მიერ დაფუძნებულმა გასართობმა კომპანია Roc Nation-მა ნიუ-იორკში, ბრუკლინსა და მანჰეტენზე სპეციალური pop-up სივრცეები და ინსტალაციები მოაწყო. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა მიეცათ, ექსკლუზიური პროდუქცია და კულტურული არქივი ეხილათ, რომელიც Jay-Z-ის ორ ყველაზე მნიშვნელოვან ალბომს: Reasonable Doubt-ის (1996) და The Blueprint-ის (2001) ისტორიასა და მემკვიდრეობას ეძღვნებოდა.

ნახეთ JAŸ-Z in 8-ის ტრეილერი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონამ და Feid-მა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერა Read My Lips გამოსცეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი
კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი