ლიკუნა თუთისანმა პირველი სინგლი გამოსცა

How Long I’ve Waited For ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.

ლიკუნა თუთისანმა პირველი სინგლი გამოსცა. ახალი ამბავი მუსიკოსმა გულშემატკივარს სოციალური ქსელებით ამცნო. „ეს ჩემი პირველი სინგლია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გიზიარებთ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამის განხორციელებაში დამეხმარა.”

How Long I’ve Waited For ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად ლიკუნა თუთისანია, პროდიუსერი და გიტარის პარტიების შემსრულებელი – ლუკა ქიტიაშვილი, კლავიში – ნიკალა ზუბიაშვილი. სინგლი Break Records-ის ლეიბლზე გამოვიდა. 

ლიკუნა თუთისანი ფართო აუდიტორიამ მუსიკალური კონკურსებიდან „იქს-ფაქტორი” და „ვოისი” გაიცნო. მას შემდეგ ის აქტიურად განაგრძობს სასცენო კარიერას, როგორც სოლო შემსრულებელი, ასევე საკუთარი კვინტეტის სოლისტი. 

დღეს ლიკუნა თუთისანი, კვინტეტთან ერთად, Tatuza Jazz Club-ის სცენაზე წარდგება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Oliver Tree Exit Festival-ზე 2024 წლის 11 ივლისი, სერბეთი. Srdjan Stevanovic/Getty Images

„არცერთი დღე არ არის გარანტირებული“ –  Oliver Tree-ს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გამოქვეყნდა

შემდეგი სტატია

Jay-Z - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ფილადელფიის სტადიონი, 2026 წლის 14 ივნისი. Dan Mullan/Getty Images

Jay-Z-იმ ალბომ 4:44-ის ცხრა წლის იუბილეზე ექსკლუზიური ბონუს სიმღერები ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი