„არცერთი დღე არ არის გარანტირებული“ –  Oliver Tree-ს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გამოქვეყნდა

რიო-დე-ჟანეიროში მომხდარ ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, ბობი ალტჰოფთან ინტერვიუში, მუსიკოსმა თავგადასავლებითა და რისკებით სავსე ცხოვრებაზე ისაუბრა.
Oliver Tree Exit Festival-ზე 2024 წლის 11 ივლისი, სერბეთი. Srdjan Stevanovic/Getty Images
Oliver Tree Exit Festival-ზე 2024 წლის 11 ივლისი, სერბეთი.
Srdjan Stevanovic/Getty Images

მომღერლისა და სიმღერების ავტორის, Oliver Tree-ს გარდაცვალების შემდეგ, გულშემატკივრებს მისი კიდევ ერთი ინტერვიუს ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. არტისტი ბობი ალტჰოფის Really Good Podcast-ს საბედისწერო ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით სტუმრობდა.

29 ივნისს გამოქვეყნებულ ეპიზოდში Oliver Tree, როგორც ხშირად სჩვეოდა, იუმორისტული კოსტიუმით გამოჩნდა – მას Elmo-ს ფორმა და წითელი გრიმი ჰქონდა მორგებული. 

Oliver Tree ხშირად ინტერვიუებს აბსურდული იუმორითა და ექსცენტრიული განცხადებებით ავსებდა, თუმცა ამ საუბარში მან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და დღევანდელი გადმოსახედიდან სიმბოლური კომენტარიც გააკეთა, როდესაც ახსნა, თუ რატომ აირჩია თავგადასავლებით სავსე ცხოვრება. 

„ჩემი მშობლები ხშირად მეუბნებიან: „ოლივერ, ამდენი მოგზაურობა ძალიან დამღლელია, მე კი სულ ვპასუხობ: „მისმინეთ, ჩვენ არ ვიცით, ვიქნები თუ არა მომავალ წელს ცოცხალი, ან თქვენ იქნებით თუ  არა ცოცხლები. არცერთი ხვალინდელი დღე არ არის გარანტირებული.” – ამბობს მუსიკოსი ინტერვიუში.

„მართლა იცით, რა მაღალი რისკის ფასად ვცხოვრობ? ბოლო ორი წელი აფრიკაში, თიხისა და ჩალის ქოხებში ვცხოვრობდი, ერაყში კი ტალახისგან ნაშენებ სახლში დავრჩი.“ – დასძინა არტისტმა.

Oliver Tree 14 ივნისს, 32 წლის ასაკში, ორ პილოტთან და სამ მგზავრთან ერთად, რიო-დე-ჟანეიროში ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ტრაგედიის დროს მუსიკოსი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მოგზაურობდა, რომელიც აპრილში გამოსული ალბომის, Love You Madly Hate You Badly-ს  მხარდასაჭერად იმართებოდა. მან ბოლო კონცერტი 6 ივნისს სან-პაულოში გამართა.

Oliver Tree-ს გარდაცვალებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ მისი ქონება Dr. Oliver Tree’s Extremely Epic Grant for Baby Geniuses-ის დაფუძნებას მოხმარდება. ეს არის საგრანტო პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ხელოვანების შემოქმედებით პროექტებს დააფინანსებს. მუსიკოსი ამ ინიციატივაზე სიცოცხლეშივე საჯაროდ საუბრობდა. 

Oliver Tree აპრილის თვეში Zach Sang Show-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა: 

„არავითარ დამსახურებად არ ვითვლი იმ ყველაფერს, რაც ოდესმე გამიკეთებია. არ მჯერა, რომ ის სიმდიდრე ან სიკეთეები, რაც ამ ყველაფრისგან იქმნება, ჩემია. ჩემი ანდერძი ისეა შედგენილი, რომ როცა ამ სამყაროს დავტოვებ, ჩემი ოჯახი, საერთოდ არავინ, ერთ ცენტსაც კი ვერ მიიღებს. მთელი ეს თანხა ისევ ხელოვანებს დაუბრუნდებათ“. 

ბობი ალტჰოფმა Oliver Tree-სთან საუბრის დასაწყისში განმარტა, რომ მათი ინტერვიუდან მიღებული მთელი შემოსავალი სწორედ ამ გრანტს მოხმარდება.

„მადლიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, Oliver Tree-სთან ეს საუბარი ჩამეწერა. ამ ინტერვიუს სიყვარულითა და მისი ცხოვრებისადმი პატივისცემით ვაზიარებ, მისი შემოქმედების და იმ დაუვიწყარი სამყაროს მიმართ, რომელიც მან შექმნა.“ – წერია ვიდეოს აღწერაში.

ნახეთ სრულად ბობი ალტჰოფის ინტერვიუ  Oliver Tree-სთან:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Coldplay, კრის მარტინი 2024 წლის Billboard Music Awards-ზე. Anna Lee/Penske Media

Coldplay-ს ადრეული სტუდიური ჩანაწერები და კრის მარტინის აქამდე უცნობი დემო-ვერსია ფილმისთვის „ჯეიმს ბონდი“ აუქციონზე გაიყიდება

შემდეგი სტატია

ლიკუნა თუთისანმა პირველი სინგლი გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი