Jay-Z-იმ ალბომ 4:44-ის ცხრა წლის იუბილეზე ექსკლუზიური ბონუს სიმღერები ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე გამოაქვეყნა

სიმღერები, რომლებშიც მისი ქალიშვილი Blue Ivy და ჯეიმს ბლეიკი მონაწილეობენ, მანამდე ექსკლუზიურად მხოლოდ Tidal-ზე იყო ხელმისაწვდომი.
Jay-Z - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ფილადელფიის სტადიონი, 2026 წლის 14 ივნისი. Dan Mullan/Getty Images
Jay-Z – 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ფილადელფიის სტადიონი, 2026 წლის 14 ივნისი.
Dan Mullan/Getty Images

30 ივნისს, ალბომ 4:44-ის  9 წლის იუბილესთან დაკავშირებით, Jay-Z-იმ გულშემატკივრებს სიურპრიზი მოუმზადა და ალბომის სამი ბონუს სიმღერა ყველა სტრიმინგ პლატფორმაზე გამოაქვეყნა.

სიმღერები, რომლებშიც  ჯეიმს ბლეიკი და Blue Ivy Carter მონაწილეობენ, აქამდე მხოლოდ Tidal-ზე იყო ხელმისაწვდომი.

კომპოზიცია Adnis, რომლის პროდიუსერიც ჯეიმს ბლეიკია, ერთგვარ ღია წერილს ჰგავს Jay-Z-ის მამისადმი, რომელიც 2003 წელს ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა.

Jay-Z-ის ქალიშვილი Blue Ivy კომპოზიცია Blue’s Freestyle / We Family-ში მონაწილეობს, ხოლო ჯეიმს ბლეიკი კვლავ უერთდება არტისტს სიმღერაში ManyFacedGod, სადაც Jay-Z Beyoncé-სთან ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას. სწორედ მათი ქორწინება და ურთიერთობა წარმოადგენს ალბომ 4:44-ის ერთ-ერთ მთავარ თემას. 

Jay-Z-ის ალბომი 4:44 პირველად ვინილის სახით გამოვიდა. გამოცემა JAŸ-Z: 30th Anniversary Collector’s Crate-ის ნაწილია, რომელიც მუსიკოსის 13 სოლო სტუდიურ ალბომს აერთიანებს და Roc Nation-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მისი შეძენა 1 500 დოლარად არის შესაძლებელი.

2017 წელს გამოსული ალბომი 4:44 დღემდე Jay-Z-ის ბოლო სოლო სტუდიურ ალბომად რჩება. პროექტი გამოსვლის პირველივე კვირაში Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოექცა,  ალბომის 262 000 ექვივალენტური გაყიდული ერთეულით.

Jay-Z-ის კარიერაში მნიშვნელოვანი მიღწევები არ აკლია. გასულ კვირას არტისტი პირადად დაესწრო  Roc Nation-ის მიერ ბრუკლინსა და მანჰეტენზე ორგანიზებულ ე.წ. Pop-up ღონისძიებებს, რომლებიც მისი საკულტო სადებიუტო ალბომის, Reasonable Doubt-ის 30 წლისთავს მიეძღვნა. 

აღსანიშნავია, რომ 10-დან 12 ივლისის ჩათვლით Jay-Z სცენაზე გრანდიოზული მოვლენით ბრუნდება, არტისტი Yankee Stadium-ზე სამ კონცერტს გამართავს.

ამასთან, HBO-მ დააანონსა Jay-Z-ზე გადაღებული დოკუმენტური სერიალი, რომლის რეჟისორიც რიკ რუბინია. ფილმი Jay-Z in 8 კინოეკრანებზე 2026 წლის შემოდგომაზე გამოვა.

მოუსმინეთ კომპოზიციებს Adnis, Blue’s Freestyle / We Family და ManyFacedGod: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლიკუნა თუთისანმა პირველი სინგლი გამოსცა

შემდეგი სტატია

Tbilisi Open Air 2026

Tbilisi Open Air 2026  იწყება –  ნახეთ 4 ივლისის განრიგი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Giorgi Marr's One Man Army - Stranger In Your Eyes

Giorgi Marr’s One Man Army-მ ახალი სინგლი Stranger In Your Eyes და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი წარადგინა

„ტექსტს რაც შეეხება, ძალიან პირადულია, „ლავ სთორია“ და ერთ კონკრეტულ დღეზეა, რაც პირდაპირ აისახება სიმღერაშიც.“ - გიორგი მარი.
მეტი
Coldplay, კრის მარტინი 2024 წლის Billboard Music Awards-ზე. Anna Lee/Penske Media

Coldplay-ს ადრეული სტუდიური ჩანაწერები და კრის მარტინის აქამდე უცნობი დემო-ვერსია ფილმისთვის „ჯეიმს ბონდი“ აუქციონზე გაიყიდება

კოლექციის ძირითადი ნაწილი ლონდონის Orinoco Studios-ში Coldplay-ს Blue Room-ის სესიებს მოიცავს
მეტი
ჯენიფერ ლოპესი და Alok

ჯენიფერ ლოპესმა და ALOK-მა ერთობლივი პროექტი Everything’s Fine წარადგინეს

სიმღერა ორ ვერსიად, AM და PM-ად არის წარმოდგენილი. მიუხედავად განსხვავებული ემოციებისა, ორივე მათგანი ერთსა და იმავე გზავნილს ატარებს და დღის სხვადასხვა მონაკვეთის განწყობას ასახავს.
მეტი