Madonna ახალი ალბომით, Confessions II-ით ბრუნდება

2005 წლის ალბომის, Confessions on a Dance Floor-ის გაგრძელება – Confessions II, რომელიც მოიცავს კოლაბორაციებს საბრინა კარპენტერთან, Feid-თან, პოპლეგენდის ქალიშვილ ლოლა ლეონთან და სხვა არტისტებთან

Madonna ყოველთვის იყო საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენის დიდოსტატი, თუმცა ამჯერად ის ძველი შემოქმედების გაფართოებაზე მუშაობს და ახალ ალბომს, Confessions II-ს  უშვებს.

პროექტი 3 ივლისს გამოვიდა და 2005 წლის Confessions on a Dance Floor-ის  გაგრძელებას წარმოადგენს.  ძველ ნამუშევარში პოპის დედოფალმა, პროდიუსერ სტიუარტ პრაისთან თანამშრომლობით, ყურადღება დისკოზე, ელექტრონიკაზე, სინთ-ჟღერადობასა და დენს-პოპზე გაამახვილა. 

Confessions II-ის 16 ტრეკი, რომლის პროდიუსერიც ასევე პრაისია, ძირითადად იმავე მიმართულებაზე აკეთებს აქცენტს და მსმენელს ინტელექტუალურ ჟღერადობას სთავაზობს, სადაც კლუბი წარმოდგენილია, როგორც ტაძარი, ხოლო ცეკვა – როგორც სულიერი პრაქტიკა. ეს პროექტი Madonna-ს მე-15 სტუდიური ალბომია 1983 წლის შემდეგ და მოიცავს აქამდე გამოცემულ სინგლებს: I Feel So Free, Love Sensation და Bring Your Love. ამ უკანასკნელ სიმღერაში საბრინა კარპენტერი მონაწილეობს, რომელთან ერთადაც Madonna სცენაზე აპრილში, Coachella-ს ფესტივალზე გამოჩნდა.  

საბრინა კარპენტერის გარდა, Confessions II სხვა არაერთ მნიშვნელოვან კოლაბორაციას მოიცავს: ბელგიელ არტისტ Stromae-სთან (My Sins Are My Savior), ნიდერლანდელ დენს-პროექტების ვარსკვლავთან Martin Garrix (Bizarre), ასევე კოლუმბიელ შემსრულებელ Feid-თან, რომელიც ტრეკ Read My Lips-ში ჩნდება. 

ალბომში ასევე მონაწილეობს Madonna-ს ქალიშვილი ლოლა ლეონი. მათი ერთობლივი კომპოზიცია The Test დედა-შვილის ურთიერთობას ეხმიანება. სიმღერის ემოციური თემა 2005 წლის ალბომის აღსარებით  ხასიათს მიჰყვება, რომელიც იმ დროს გამოვიდა, როცა ლეონი მხოლოდ ცხრა წლის იყო.

საერთო ჯამში, Confessions II, კრიტიკოსების შეფასებით, შთამბეჭდავი ნამუშევარია, რომელიც კლუბური მუსიკის თანამედროვე ვერსიას წარმოადგენს და ამავდროულად ჟანრის წინა ეპოქებსაც იხსენებს.

მოუსმინეთ Madonna-ს ახალ ალბომს Confessions II:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Madonna Rafael Pavarotti

Madonna, სიენა სპაირო, რაილი გრინი და სხვები – კვირის მუსიკალური სიახლეები

შემდეგი სტატია

ლიამ გალაგერი მექსიკა-ინგლისის თამაშის წინასწარ პროგნოზს აკეთებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი