Spice Girls-ის Mel C-იმ საჯაროდ განმარტა, თუ რატომ არ იმყოფებოდა ვიქტორია ბექჰემი მის ქორწილში

მელანის საქორწინო კაბა სწორედ ვიქტორია ბექჰემის დიზაინით შეიქმნა.
Spice Girls-ის Mel C. 2026 წლის 7 ივნისი.
FRAZER HARRISON/GETTY IMAGES

18 ივლისს ინგლისში Spice Girls-ის წევრის, მელანი ჩისჰოლმის (Mel C) ქორწილი შედგა – მან ჯვარი ქრის დინგვოლზე დაიწერა. სიდნეის რადიოსადგურ KIIS 1065-თან საუბრისას მელანიმ ქორწილის შესახებ შთაბეჭდილებები გააზიარა: „ეს ყველაფერი საოცარი იყო. ემოციებით სავსე ვარ. ულამაზესი უქმეები გავატარეთ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად“.

მომღერალმა პასუხი გასცა კითხვასაც, რომელიც ბევრს აინტერესებდა: რატომ არ იმყოფებოდა ქორწილში ვიქტორია ბექჰემი, მაშინ, როდესაც ცერემონიას Spice Girls-ის ყველა დანარჩენი წევრი ესწრებოდა.

„ვიქტორია ძალიან წუხდა, რომ ჩამოსვლა ვერ შეძლო. ის დევიდთან ერთად ნიუ-იორკში იმყოფებოდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მიმდინარეობდა. ვიქტორია ფეხბურთის დიდი ფანი არ არის, თუმცა მისი ოჯახი იქ იყო, რადგან დევიდ ბექჰემს, როგორც FIFA-ს ელჩს, გარკვეული ვალდებულებები აქვს“.

აღსანიშნავია, რომ მელანის საქორწინო კაბა სწორედ ვიქტორია ბექჰემის დიზაინით შეიქმნა. გარდა ამისა, ბექჰემმა ჩისჰოლმს ოფიციალური სამოქალაქო ცერემონიისთვის საკუთარი კაბაც ათხოვა.

„მელანისთან ერთად ვვახშმობდი და ვკითხე, რას გეგმავდა,” – უთხრა  ბექჰემმა British Vogue-ს გასულ თვეში. „მან მითხრა, რომ ორ დღეში ავსტრალიაში მიფრინავდა და თხოვდებოდა. როდესაც ვკითხე, რა ეცმებოდა, აღნიშნა, რომ ჩემი ერთ-ერთი კაბა შეუკვეთა, თუმცა ტანზე ზუსტად არ მოერგო, გამგზავრებამდე კი გადაკეთებას ვერ მოასწრებდა. საბედნიეროდ, ზუსტად ის კაბა ჩემს გარდერობში აღმომაჩნდა და ვათხოვე“.

ჩისჰოლმმა KIIS-ის რადიოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიქტორია მას მთელი დღის განმავლობაში ეკონტაქტებოდა: „მან ეს მშვენიერი კაბა შექმნა და იმ დღეს შეტყობინებებს მწერდა. მოგვიანებით იბიცაზეც შევხვდით, ვისაუბრეთ და სიახლეები გავუზიარეთ ერთმანეთს.”

რადიოგადაცემაში საუბარი ასევე შეეხო ქორწილში Spice Girls-ის კიდევ ერთი წევრის, ჯერი ჰოლიუელის იმიჯს, რომელიც ცერემონიაზე თეთრი სამოსით გამოცხადდა. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ ამით ჯერიმ ყურადღება საკუთარ თავზე გადაიტანა.

„ეს ჯერის საყვარელი ფერია, თეთრი ყოველდღე აცვია,” – თქვა მელანი ჩისჰოლმმა.

აღსანიშნავია, რომ ჩისჰოლმმა თავისი მეცხრე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Sweat, მაისში გამოუშვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბარბარა სტრეიზანდი - 2025 წლის 23 აპრილი, ნიუ იორკი Andrew Toth/Getty Images

ბარბრა სტრეიზანდი საბავშვო ლიტერატურაში – მისი სადებიუტო ილუსტრირებული წიგნი –  And By the Way… 2027 წელს გამოვა 

შემდეგი სტატია

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი