უიტნი ჰიუსტონი ბარბის ოჯახს შეუერთდა

მომღერლის I Wanna Dance with Somebody-ს შთაგონებით შექმნილი საკოლექციო თოჯინა Legacy of Love Gala-ს მეხუთე ღონისძიებაზე წარადგინეს.
უიტნი ჰიუსტონი – I Wanna Dance With Somebody
WHITNEY HOUSTON/YOUTUBE

„მატელის” ოჯახს ახალი წევერი შეემატა: უიტნი ჰიუსტონის ბარბის თოჯინა. 

თოჯინა შაბათს Legacy of Love Gala-ს მეხუთე ყოველწლიურ ღონისძიებაზე წარადგინეს, რომელიც უიტნი ჰიუსტონის მემკვიდრეობის ფონდისა და Primary Wave Music-ის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების თემა იყო I Wanna Dance with Somebody – ჰიუსტონის 1987 წლის მსოფლიო ჰიტის პატივსაცემად. სწორედ ამ სიმღერის მუსიკალური ვიდეო გახდა „მატელის” ახალი თოჯინის შთაგონების წყაროც. 

ღონისძიების თანაწამყვანი ფონდის პრეზიდენტი პეტ ჰიუსტონი იყო. „ამ საღამოს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ თოჯინის გამოსვლას, არამედ ლეგენდის მარადიულ მემკვიდრეობას. უიტნი ჰიუსტონის ბარბის თოჯინა პატივს მიაგებს ქალს, რომლის ხმამ, ელეგანტურობამ, სილამაზემ და სულიერებამ მსოფლიოს მასშტაბით თაობები შთააგონა. დაე, ამ თოჯინამ შეახსენოს ყველა ბავშვსა და კოლექციონერს, რომ ოცნებებს არ აქვს საზღვრები, სრულყოფილება სამუდამო კვალს ტოვებს და დიდებულება არასდროს გადადის მოდიდან. მადლობა „მატელს”, რომ მათ უიტნის ერთ-ერთი ოცნება რეალობას აქციეს”.

MATTEL INC.

„მატელის” ბარბის ვიცე-პრეზიდენტმა ნათან ბეინარდმა კი განაცხადა: „უიტნი ჰიუსტონის მუსიკა უთვალავი მომენტის საუნდტრეკად იქცა ფანებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბარბი ამაყია, რომ ამ თოჯინის გამოშვებით პატივს მიაგებს მის განსაკუთრებულ მემკვიდრეობას. პეტ ჰიუსტონთან თანამშრომლობით შექმნილი ეს თოჯინა უიტნის გამორჩეულ სტილს, სიხარულსა და სულისკვეთებას ეძღვნება. ვიმედოვნებთ, რომ ის ფანებს შესაძლებლობას მისცემს, განსაკუთრებული გზით აღნიშნონ არტისტის მემკვიდრეობა, რომლის ხმა და გავლენაც დღემდე რეზონირებს მთელ მსოფლიოში.”

Legacy of Love Gala მუსიკალური ლეგენდისა და ჰიუსტონის მენტორის, კლაივ დევისისადმი მიძღვნილი ნომრით გაიხსნა. სწორედ ის იკავებდა უიტნის მემკვიდრეობის ფონდის ხელმძღვანელის პოზიციას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. სპეციალურად მომზადებული ვიდეოს გარდა ავტორ-შემსრულებელმა და პიანისტმა გორდონ ჩემბერსმა მის პატივსაცემად Greatest Love of All შეასრულა. 

„კლაივ დეივისი არის ადამიანი, რომელმაც დიდი კვალი დატოვა ჩემი და უიტნის ცოვრებაზე,” – აღნიშნა პეტ ჰიუსტონმა. „მსოფლიო მას იცნობს, როგორც ბრწყინვალე მუსიკალურ ხელმძღვანელსა და კაცს, რომლის დიდებულმა ყურმაც მუსიკის ისტორიის კურსი შეცვალა. მე კი მას ვიცნობდი, როგორც კიდევ უფრო დიდებულ ადამიანს – ერთგულ მეგობარს, საიმედო ადამიანსა და კაცს, რომელსაც არასდროს შეჰპარვია იმ ადამიანებში ეჭვი, რომლებიც უყვარდა. სიტყვები ვერ გადმოსცემს იმ დანაკარგს, რასაც მისი გარდაცვალებით ვგრძნობ. ყოველთვის მემახსოვრება, როგორც მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი არქიტექტორი და გამორჩეული გულის, ღირსებისა და მარადიული სიყვარულის მქონე კაცი.”

კონცერტის ჰედლაინერი ჰიუსტონის დიდი ხნის მეგობარი და მუსიკალური პარტნიორი კენეთ ედმონდსი იყო. მან თავისი რამდენიმე ჰიტი შეასრულა და შემდეგ სცენაზე სპეციალური სტუმარი შანტე მური მოიპატიჟა. საღამოზე ასევე წარდგა ჰიუსტონის ძმა გარი ჰიუსტონი მომღერალ ჯეიდა ნიკოლთან ერთად. მათ I Wanna Dance with Somebody (Who Loves Me)-ს  განახლებული ვერსია შეასრულეს.”

საკუთარი ბარბის თოჯინით ჰიუსტონი შეუერთდა ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან: მაილი საირუსი, ალაია, სტივი ნიკსი, გლორია ესტეფანი, ტინა ტერნერი, დაიანა როსი და ელტონ ჯონი. 

11 აგვისტოს Julien’s Auctions, ჰიუსტონის ფონდთან თანამშრომლობით, საქველმოქმედო აუქციონს გამართავს, სადაც მომღერლის პირადი კოლექციიდან 50-ზე მეტი ნივთი იქნება გამოტანილი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

შემდეგი სტატია

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი