მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, – დაწერა საირუსმა.
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი,
Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

დოლი პარტონის გარდაცვალებიდან მეორე დღეს, 26 აგვისტოს, მაილი საირუსმა თავის ცნობილ ნათლიას ინსტაგრამზე ემოციური პოსტი მიუძღვნა. „დოლის დაკარგვით გამოწვეული განცდა იმაზე მეტია, ვიდრე ამის საჯაროდ გაზიარება მიმაჩნია სწორად“, – დაწერა მაილი საირუსმა. „ჩვენი ყველაზე ძვიფრასი მომენტები ძალიან პირადული იყო და ეს ასეც დარჩება – ყოველგვარი ბრწყინვალების მიღმა, ჩვენს გულებს შორის“.

„ერთი რამ ზუსტად ვიცი,  დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი,  ახლა გვერდით ანგელოზი მყავს. ის ყოველთვის მხარს მიჭერდა.  ჩვენი ერთ-ერთი უკანასკნელი საუბარი მუსიკასა და გარდასახვას ეხებოდა“.

მაილი საირუსმა აღნიშნა, რომ დოლისადმი სიყვარული მის გულში სამუდამოდ დარჩება და ყოველთვის ეცდება, ასახელოს“. შემდეგ კი დასძინა, რომ „გული სტკივა მთელი მსოფლიოს, დოლის ოჯახის წევრებისა და მეგობრების გამო, რომლებსაც იგი ასე ძალიან დააკლდებათ“.

 „ამ დანაკარგს ყველანი ერთად განვიცდით და მას  ჩვენ ყველაზე ლამაზ და ძვირფას მოგონებებში დავინახავთ.“ – დაწერა ბოლოს საირუსმა. 

დოლი პარტონი 25 აგვისტოს, კიბოსთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგად გარდაიცვალა, – ნათქვამია მისი გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  მისი გარდაცვალების შესახებ პირველად ინფორმაცია ოფიციალურად პარტონის ძმისშვილმა, ბრაიან სივერმა გაავრცელა, რომელიც მისი უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც იყო.

„მწუხარება ჩვენთან რჩება და არა დოლისთან, – თქვა სივერმა თავისი ცნობილი დეიდისადმი მიძღვნილ ვიდეოში.

„დოლის ცხოვრება სინათალით იყო მოცული, ახლა კი იგი იესოს ხელშია. დარწმუნებული ვარ, იქ მას კარლი, მისი მშობლები და უამრავი სხვა ადამიანი შეხვდნენ, რომლებიც იმ დღეს ელოდნენ, როცა მას ზეცაში იხილავდნენ.  მისთვის არასდროს არსებობდა კარი, რომლის გაღებასაც ვერ შეძლებდა, მის მიერ გაღებულმა ბევრმა კარმა ისტორია შექმნეს და შეცვალეს.“ –  განაცხადა სივერმა.

დოლი პარტონსა და მაილი საირუსს შორის არსებული გამორჩეული და ახლო ურთიერთობა ბევრ გულშემატკივარს განსაკუთრებით მოსწონდა. მაყურებელმა ისინი ერთად Hannah Montana-შიც იხილა, სადაც ქანთრის დედოფალმა რამდენიმე ეპიზოდური როლი შეასრულა საირუსის პერსონაჟის ნათლიის ამპლუაში.

პარტონმა თავის რეალურ ნათლულთან ერთად 2022 წელს Miley’s New Year’s Eve Party-შიც მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, მათ ერთობლივად ჩაწერეს სიმღერები, მათ შორის Rainbowland, საირუსის 2017 წლის ალბომიდან Younger Now და Wrecking Ball-ის განახლებული ვერსია პარტონის 2024 წლის ალბომისთვის Rockstar.

ორივე მათგანი ინტერვიუებში ღიად საუბრობდა ერთმანეთისადმი დიდ სიყვარულსა და პატივისცემაზე. 2023 წელს, Billboard-ისთვის გადაღებულ ვიდეოში, სადაც ისინი Wrecking Ball-ის ერთობლივ ვერსიაზე საუბრობდნენ, პარტონმა აღნიშნა: „ძალიან მიყვარს ჩემი მაილი.“ 

საირუსის მიერ პარტონისადმი მიძღვნილი პოსტი მისი მამის მიმართვის შემდეგ გამოქვეყნდა. ბილი რეი საირუსმა სამშაბათს ინსტაგამზე მუსიკის ლეგენდას პატივი მიაგო და დაწერა:

„დოლისთან იმდენი მოგონება და განსაკუთრებული მომენტი მაკავშირებს, რომ არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. როგორც ყველა პატარა ბიჭი, მეც დოლი პარტონის სიყვარულით გავიზარდე. ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო, მას  ტელევიზორში ვხედავდით და გვეგონა, თითქოს ჩვენსავე მისაღებ ოთახში იყო. ცოტა ხნის წინ დოლიმ ულამაზესი შეტყობინება გამომიგზავნა და მითხრა, რომ მთელი გულით ვუყვარდი. მეც ყოველთვის მთელი გულით მეყვარება… და ეს არასდროს შეიცვლება“, – დაწერა ბილი რეი საირუსმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ოლივია დინი, 2025 წლის CFDA მოდის დაჯილდოებაზე, 3 ნოემბერი, ნიუ იორკი. ფოტო: სტეფანი აუჯელო

ოლივია დინი ამბობს, რომ პოპ-მუსიკის შექმნა სათაკილოდ მიაჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი
Oliver Tree Exit Festival-ზე 2024 წლის 11 ივლისი, სერბეთი. Srdjan Stevanovic/Getty Images

„არცერთი დღე არ არის გარანტირებული“ –  Oliver Tree-ს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გამოქვეყნდა

რიო-დე-ჟანეიროში მომხდარ ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, ბობი ალტჰოფთან ინტერვიუში, მუსიკოსმა თავგადასავლებითა და რისკებით სავსე ცხოვრებაზე ისაუბრა.
მეტი