ბიონსეს საქველმოქმედო ფონდმა ინდიანას შტატს წყალდიდობის შედეგებთან გასამკლავებლად მსხვილი დონაცია გამოუყო

ფედერალურმა მთავრობამ შტატში შექმნილი ვითარება ახლახან მასშტაბურ კატასტროფად შეაფასა.
ბიონსე 2026 წლის Met Gala-ზე. 2026 წლის 4 მაისი, ნიუ-იორკი.
MICHAEL BUCKNER/PENSKE MEDIA

31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ბიონსემ ინდიანას შტატში წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად ასობით ათასი დოლარი გამოყო.

ვარსკვლავის საქველმოქმედო ფონდმა, სახელწოდებით – BeyGood ეს სიახლე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გაავრცელა. პოსტიდან ირკვევა, რომ ფონდმა 200 000 დოლარის ოდენობის დახმარება გადარიცხა ორგანიზაციებში: City Life Center და Angel by Nature. ეს ორი ორგანიზაცია ეხმარება იმ თემებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ შტორმის მიერ გამოწვეული წყალდიდობის შედეგად. წყალდიდობამ გაანადგურა ინფრასტრუქტურა და 1000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. 

„ფონდი დაუყოვნებლივ დააფინანსებს გადაუდებელ დახმარებასა და აღდგენით სამუშაოებს ყველაზე მძიმედ დაზიანებულ წერტილებში, მათ შორის ქალაქ გარიში და უზრუნველყოფს წყალდიდობით დაზარალებულ პირებსა და ოჯახებს საკვებით, საყოფაცხოვრებო ნივთებითა და სხვა პირველადი მოხმარების რესურსებით,” – აღნიშნულია პოსტში.  

პოსტი ასევე მოუწოდებდა გამომწერებს, სურვილის შემთხვევაში, გაეღოთ დონაცია ონლაინ, BeyGood-ის ვებგვერდის მეშვეობით.  

ბიონსემ ეს დონაცია გაიღო მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 25 აგვისტოს ინდიანაში შექმნილი ვითარება მასშტაბურ კატასტროფად გამოაცხადა. ამ ამბამდე ორი კვირით ადრე ფართომასშტაბიანმა, ხანგრძლივმა ქარიშხალმა გადაუარა ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-ცენტრალურ ინდიანას, რასაც თან ახლდა ტორნადო, სეტყვა და წყალდიდობა.  

ინდიანას შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, ამ სტიქიას  შტატის მასშტაბით მოჰყვა ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა და მოსახლეობის ევაკუაცია. 

ბიონსემ ბოლო ალბომი – Cowboy Carter 2024 წელს გამოსცა. ჩანაწერი ორი კვირის განმავლობაში ლიდერობდა Billboard 200-ის ჩარტში. არტისტი ბოლო დროს განსაკუთრებული ქველმოქმედებით გამოირჩევა. აგვისტოს ბოლოს Parkwood Entertainment-მა გააზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან 1 მილიონი დოლარი გაიღო კოლუმბიაში კატასტროფის შედეგებთან გასამკლავებლად. ახლახან  კოლუმბიაში მომხდარმა 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრამ ფართომასშტაბიანი ნგრევა და საკვების დეფიციტი გამოიწვია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მაილი საირუსი 2026 წლის 26 მარტს დოლბი თეატრში, iHeartRadio Music-ის დაჯილდოებაზე Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ მუსიკას და, სავარაუდოდ, სასცენო სახელის ცვლილებას აანონსებს

შემდეგი სტატია

მაილი საირუსი Mert Alas

მაილი საირუსი ახალ ალბომს Bass Persuades-ს აანონსებს და Hollywood Bowl-ზე კონცერტებს გეგმავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი