ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.

წინანდლის ფესტივალი 3 სექტემბერს გაიხსნა და თერთმეტი დღის განმავლობაში მუსიკის მოყვარულებს მრავალფეროვან პროგრამას 23 დაუვიწყარი კონცერტით სთავაზობს. ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება (Afterparty) კი სწორედ ვინსენ გარსიას საღამო იქნება.

ვალენსიაში დაბადებული და მუსიკალურ ოჯახში გაზრდილი ვინსენ გარსია გამორჩეული გრუვით, ენერგიული შესრულებითა და თანამედროვე ჟღერადობით თანამედროვე ჯაზისა და ფანკის საერთაშორისო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ბასისტად მიიჩნევა. 

ვინსენ გარსია მუსიკალურ პლატფორმებზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბასისტია. მისი შემოქმედება მილიონობით სტრიმს მოიცავს, ხოლო სოციალურ ქსელებსა და ციფრულ პლატფორმებზე ასიათასობით გამომწერი ჰყავს. კარიერის განმავლობაში მუსიკოსს მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ პრესტიჟულ ფესტივალებში, როგორებიცაა Montreux Jazz Festival შვეიცარიაში, North Sea Jazz Festival ნიდერლანდებში და Pori Jazz Festival ფინეთში.

ვინსენ გარსიას საერთაშორისო კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კოლაბორაციებსაც. მას უმუშავია ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც არიან Cory Wong და Jesús Molina, მათთან ერთად კი სხვადასხვა საერთაშორისო ტურნეშიც მონაწილეობდა.

მუსიკოსის სადებიუტო ალბომმა Ventura საერთაშორისო ყურადღება და დადებითი შეფასებები დაიმსახურა. 2026 წლის იანვარში გარსიამ მეორე სტუდიური ალბომი, Vivace წარადგინა, რის შემდეგაც მსოფლიო ტურნე დაიწყო, რომელიც სხვადასხვა კონტინენტზე გამოსვლებს მოიცავს.

ვინსენ გარსია ქართველი მსმენელისთვისაც უკვე ნაცნობი სახელია. 27 და 28 მარტს მან Tatuza Jazz Club-ის სცენაზე ორდღიანი შოუ გამართა, სადაც მსმენელს თანამედროვე ჯაზისა და ფანკის სინთეზი, ენერგიული შესრულება და მისთვის დამახასიათებელი უნიკალური ჟღერადობა შესთავაზა.

საქართველოში ვიზიტისას გარსიამ Billboard Georgia-სთან ინტერვიუში თბილისის აუდიტორიაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ განსაკუთრებულ კავშირს, რომელიც მუსიკოსსა და მსმენელს შორის პერფორმანსის დროს იქმნება.

„თავიდან ხალხი ზის, სივრცეს აკვირდება… თუმცა შოუს შუა ნაწილიდან ტემპი ყოველთვის მატულობს. ჩვენი მუსიკა ჯაზია, მაგრამ მასში ბევრი ფანკი, ფიუჟენი და როკის ელემენტებიცაა. საბოლოოდ, ხალხი ფეხზე დგება და საღამო ენერგიულ შოუდ იქცევა“, – ამბობდა მუსიკოსი.

13 სექტემბერს ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალის Afterparty-ზე წარდგება და ფესტივალს მისთვის დამახასიათებელი ენერგიული შესრულებითა და თანამედროვე ჯაზისა და ფანკის გამორჩეული სინთეზით დახურავს. 

წინანდლის ფესტივალის წარმდგენია კომპანია სილქნეტი.

ბილეთების შეძენა კი tkt.ge-ის ბმულზეა შესაძლებელი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Demo Version – ლიკა ევგენიძემ ახალი კომპოზიცია და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი