D’Angelo-სა და ენჯი სტოუნის შვილი Snoop Dogg-ის ბიოგრაფიულ ფილმში The Notorious B.I.G.-ის როლს შეასრულებს

SwayvoTwain პროექტს შეუერთდა, ფილმის პრემიერა აშშ-ის კინოთეატრებში 2027 წლის აგვისტოში შედგება.
Notorious B.I.G., SwayvoTwain Jeff Kravitz/FilmMagic; Earl Gibson III
Notorious B.I.G., SwayvoTwain
Jeff Kravitz/FilmMagic; Earl Gibson III

Snoop Dogg-ის მომავალ ბიოგრაფიულ ფილმში The Notorious B.I.G.-ის როლის შემსრულებელი ცნობილია. Biggie-ს როლს SwayvoTwain (ნამდვილი სახელი – Michael D’Angelo Archer II) შეასრულებს, რომელიც R&B-ის განსვენებული ვარსკვლავების, D’Angelo-სა და ენჯი სტოუნის ვაჟია. 

Universal Pictures-ის ფილმი Snoop აშშ-ის კინოთეატრებში 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ Snoop Dogg და Biggie აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროების დაპირისპირების სხვადასხვა მხარეს იდგნენ, მათ ერთმანეთის მიმართ ურთიერთპატივისცემა აკავშირებდათ და 1990-იანი წლების შუა პერიოდში მეგობრობდნენ კიდეც.

„ყველაფერი რიგზეა, პატარავ…” – დაწერა SwayvoTwain-მა 8 სექტემბერს Instagram-ზე და Variety-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ფილმში მისი მონაწილეობის შესახებ, დაადასტურა. სამსახიობო სფეროს გარდა, SwayvoTwain მუსიკოსიცაა. 29 წლის არტისტის ბოლო სინგლი HookahSmoke თებერვალში გამოვიდა.

ფილმ Snoop-ის რეჟისორი კრეიგ ბრიუერია (Hustle & Flow), ხოლო  პროდიუსერი  ბრაიან გრეიზერი (8 Mile). პროექტზე ის Snoop Dogg-თან ერთად იმუშავებს. 

Snoop Dogg ჰიპ-ჰოპის სამყაროში მორიგი რეპერია, რომლის შესახებაც ბიოგრაფიულ ფილმს იღებენ. ასეთი ფილმები, ან ვარსკვლავების ცხოვრებით შთაგონებული პროექტები უკვე შექმნილია არტისტებზე: 2Pac, Biggie, Eminem, 50 Cent  და N.W.A-ს. 

Snoop-ის სამსახიობო შემადგენლობის უმეტესი ნაწილი უკვე ცნობილია: სნუპ დოგის როლს ჯონათან დეივისი ასრულებს, Dr. Dre-ს – მაილს ბულოკი, სნუპის დედის, ბევერლი ტეიტის როლში – ლორენ ლონდონი იქნება, 2Pac-ს – კამრონ ჯოუნსი, Suge Knight-ს – ტრე ჰეილი, ხოლო Warren G-ის ალჯი სმიტი განასახიერებს.

1997 წლის მარტში Biggie-ს გარდაცვალების შემდეგ, Snoop Dogg მასთან დაკავშირებულ მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობდა. იგი B.I.G.-ის სამივე ალბომშია წარმოდგენილი, რომლებიც Biggie-ს გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. 

Born Again-ის სიმღერაში Dangerous MC’s – Snoop Dogg Busta Rhymes-თან და Marc Curry-სთან ერთად მონაწილეობს. 1999 წელს გამოსულმა ალბომმა ბრუკლინელ რეპ-ლეგენდას გარდაცვალების შემდეგ Billboard 200-ში პირველი ადგილი მოუტანა. 

Snoop Dogg-ისა და Biggie-ს ერთობლივი ნამუშევრები ასევე გვხვდება ალბომში Duets: The Final Chapter, სიმღერაში Living the Life, ასევე The King & I, – ფეით ევანზთან (Biggie-ს მეუღლე) ერთად ჩაწერილ კომპოზიციაში When We Party. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Radiohead Tom Sheehan

Radiohead-მა ავსტრალიაში 15 წლის შემდეგ პირველი ტურნე 16 კონცერტით დააანონსა

შემდეგი სტატია

Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი
JAY-Z და რიკ რუბინი ფილმში JAŸ-Z 8-ში YouTube/HBO

Jay-Z-ის მუსიკალურ კარიერაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც რიკ რუბინია, მალე გამოვა – ნახეთ ტრეილერი

რვანაწილიანი დოკუმენტური სერიალის, JAŸ-Z in 8-ის დებიუტი შემოდგომაზე იგეგმება.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი
კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი