2Pac-ის მკვლელობის სასამართლო პროცესის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვა

რეპერის მკვლელობის ორგანიზებაში დუეინ „Keffe D“ დევისი ცნეს დამნაშავედ.
დუეინ დევისის დაკავების ფოტოსურათი პრესკონფერენციაზე, 2023 წლის 29 სექტემბერი, ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში
დუეინ დევისის დაკავების ფოტოსურათი პრესკონფერენციაზე, 2023 წლის 29 სექტემბერი, ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში

თუფაქ შაკურის მკვლელობის სასამართლო პროცესზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ. The Hollywood Reporter-ის ცნობით, კომპანიებმა Propagate Content-მა და Passion Pictures-მა დაამტკიცეს პროექტი, რომელიც რეპის ლეგენდარული ფიგურის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულის, დუეინ „Keffe D“ დევისის გასამართლების პროცესს ასახავს.

ფილმის რეჟისორი მარიან მოჰამედია. სურათი მაყურებელს ლას-ვეგასის სასამართლო დარბაზის კულისებში შეიყვანს და შოუბიზნესის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ, თითქმის ოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ გახსნილ საქმეს უკეთ გააცნობს.

„მინდა, ამ ფილმმა მხარი დაუჭიროს ოჯახს, რომელიც თითქმის სამი ათწლეულია გლოვობს და რომელმაც, როგორც იქნა, შეძლო იმ პროცესზე გავლენის მოხდენა, თუ როგორ უნდა აღიქვამდეს საზოგადოება თუფაქის მკვლელობას,” – აცხადებს მოჰამედი. რეჟისორის თქმით, სურს, დოკუმენტურმა ნამუშევარმა თითოეულ ადამიანში ემოციები აღძრას და გაიაზროს არა მხოლოდ ის, თუ როგორ დაიღუპა რეპერი, არამედ ისიც, თუ ვინ იყო ის სინამდვილეში.

დოკუმენტური ფილმი მოიცავს შაკურის უახლოესი გარემოცვისა და ოჯახის წევრების ინტერვიუებს, მათ შორის მისი ძმის, მოპრის შაკურის ინტერვიუს. ფილმში ასევე გამოყენებული იქნება 2Pac-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებული მანამდე გამოუქვეყნებელი საარქივო კადრები. ჯერჯერობით უსათაურო პროექტი 2027 წელს, Sky Documentaries-სა და NOW-ს ეთერში გავა.

„ცოტა საიდუმლოებას მიუპყრია საზოგადოების ყურადღება ისე, როგორც თუფაქ შაკურის მკვლელობას. ეს გამორჩეული ფილმი მაყურებელს პროცესების ეპიცენტრში შეიყვანს იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ამ ტკივილით, პასუხგაუცემელი კითხვებითა და სიმართლის ძიებით წლებია, ცხოვრობენ,“ – აღნიშნავს Propagate Content-ის თანადამფუძნებელი ჰოვარდ ოუენსი.

დევისი 2023 წელს დააკავეს, მას შემდეგ, რაც პროკურორებმა Crips-ის დაჯგუფების ყოფილ ლიდერს ვრცელი ბრალდება წაუყენეს. გამოძიების ვერსიით, მან შაკურზე თავდასხმა შურისძიების მიზნით დაგეგმა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2Pac და მისი გარემოცვა იმავე საღამოს, მაიკ ტაისონის ორთაბრძოლის დასრულებისთანავე, დევისის ძმისშვილს, ორლანდო ანდერსონს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ლეგენდარული რეპერი ლას-ვეგასში, მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მძიმედ დაიჭრა და 6 დღის შემდეგ, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა.

63 წლის დევისი გასულ წლებშიც არ მალავდა თავის კავშირს ამ მკვლელობასთან, რაზეც ვრცლად ისაუბრა 2019 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნსა და ინტერვიუებში.

აგვისტოში, ორკვირიანი სასამართლო განხილვებისას, პროკურორებმა 24 მოწმე დაკითხეს, რის შემდეგაც, 31 აგვისტოს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დევისი დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში. საბოლოო განაჩენი 13 ოქტომბერს გამოცხადდება – დევისს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი