Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი
Kevork Djansezian/Getty Images

Eminem-მა Slim Shady-სთვის დამახასიათებელი კლასიკური სტილი სინგლში Madara გააცოცხლა, რომელიც Shady Records-ის არტისტ Ez Mil-თან ერთად ჩაწერა. Naruto-თი შთაგონებული კომპოზიცია 9 ოქტომბერს გამოვიდა. ჩანაწერში ასევე მონაწილეობენ იაპონელი რეპერი Hideyoshi და ნილ კაპლანი, მსახიობი, რომელიც ანიმეში Madara Uchiha-ს პერსონაჟს ახმოვანებს. 

თანმხლებ ვიზუალში Eminem ანიმეს სამყაროში გადადის. რეპერი, როგორც ჩანს, ვოკალზე ინტენსიურ ფილტრს იყენებს, რათა მსმენელს Slim Shady-ს ძველი, კლასიკური სტილი გაახსენოს, რამაც სოციალურ ქსელებში გულშემატკივრების არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია.

მიუხედავად ამისა, Eminem-ის რეპი კვლავ სიზუსტითა და სწრაფი ტემპით გამოირჩევა. არტისტი დღესაც ახერხებს, რეპში გაცილებით ახალგაზრდა კოლეგებს აჯობოს. Eminem რეპავს და საკუთარ მწვავე, აგრესიულ რიტორიკას Kanye West-ის ემოციურ ტექსტებსაც ადარებს. 

მიუხედავად იმისა, რომ Eminem  ჰიპ-ჰოპის ვეტერანად მიიჩნევა, ტექსტში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს მზად არის რეპ-ბეთლისთვის და მუსიკალური დაპირისპირებისთვის. 

Eminem კარიერის ადრეულ პერიოდსაც იხსენებს და საუბრობს იმ ეჭვებზე, რომლებიც მის მიმართ არსებობდა, რა დროსაც თავდაჯერებას კარგავდა. კრიტიკოსების გავლენით, მას უჭირდა იმის დაჯერება, რომ ისეთი გავლენიანი არტისტი, როგორიც Dr. Dre არის, მის ნიჭსა და შესაძლებლობებს დაინახავდა. დეტროიტელი რეპერის აღმოჩენის შემდეგ, Dr. Dre-მ 1998 წელს Eminem-ს საკუთარ ლეიბლზე, Aftermath Entertainment-ზე, კონტრაქტი გაუფორმა. 

სიმღერა Madara Ez Mil-ის EP-ში – 3RD WRLD VOL. 2-ში შევა, სადაც Eminem თანაპროდიუსერის როლშიც გვევლინება.

ცნობისთვის, Eminem-ს 2026 წელს სოლო სინგლი არ გამოუშვია, თუმცა რეპის ლეგენდის მსმენელებს ახალი ვერსის მოსასმენად დიდხანს ლოდინი არ მოუწევთ. არტისტი ასევე თანამშრომლობს Kid Rock-თან კომპოზიციაზე 7 Sins, რომელიც მიჩიგანელი მუსიკოსის ალბომ – Halfway to Jesus-ში შევა და 17 ოქტომბერს გამოვა.

გარდა ამისა, 50 Cent-მა დააანონსა, რომ Street Fighter-ის საუნდტრეკზე Eminem-თან ითანამშრომლებს. ალბომის გამოსვლა ფილმთან ერთად, 16 ოქტომბერს იგეგმება. 

ოსკაროსანი რეპერის ბოლო ალბომი The Death of Slim Shady (Coup de Grâce) 2024 წლის ივლისში გამოვიდა. Luminate-ის მონაცემებით, ჩანაწერმა Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა და გამოსვლის პირველივე კვირაში ალბომის 281 000 ერთეული გაიყიდა.

მოუსმინეთ Madara-ს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი