დოკუმენტური ვლოგი, რომლის სახელწოდებაცაა „ნამდვილი ქეთათო“, (NAMDVILI KETATO) ქეთათოსა და „ბუკი და ნაღარას“ ბათუმის კონცერტისთვის მზადებისა და მიმდინარეობის პროცესს ასახავს. მუსიკასთან ერთად, ვიდეო მოგზაურობის შთაბეჭდილებებს, გულწრფელ ემოციებსა და სცენის მიღმა აღბეჭდილ მომენტებს აერთიანებს.
პროექტში განსაკუთრებული ყურადღება აუდიტორიის თვალთახედვის გარეთ არსებულ გარემოს, არტისტების შემოქმედებით პროცესსა და კულისებს მიღმა მიმდინარე მნიშვნელოვან ეპიზოდებს ეთმობა.
დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორი და პროდიუსერი გვანცა ჯიშკარიანია, ფროდაქშენ კომპანია USMINE-ს წარმოებით შეიქმნა.
ნახეთ ქეთათოს და „ბუკი და ნაღარას“ ბათუმის კონცერტის ვლოგი: