Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.

Tbilisi Hip Hop Fest-ის ორგანიზატორები ფესტივალის ძირითად პრინციპებს აქვეყნებენ. ღონისძიება, რომელიც პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა  და ერთობას აერთიანებს 17 ოქტომბერს Factory Tbilisi-ში გაიმართება.

ჰიპ-ჰოპი მხოლოდ მუსიკა არ არის, ეს კულტურაა, რომელსაც საკუთარი ისტორია, ღირებულებები და დაუწერელი წესები აქვს. სწორედ ამ იდეას ეხმიანება Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“. 

Billboard Georgia უცვლელად გთავაზობთ Tbilisi Hip Hop Fest-ის კოდექსს:

იგრძენი მომენტი. ჯერ უყურე, მერე გადაიღე. წრეს ენერგია კრავს და არა ეკრანები.

პატივი ეცი დიჯეის. ის მუსიკას კი არ რთავს, საღამოს პულსს ქმნის. 

სხვის ნამუშევარს არ ეხები. ქუჩაში დატოვებული კვალი სხვისი ხმაა.

იყავი ავთენტური. სხვისი რაიმი არ ითვისება. სემპლი პატივისცემაა, მოპარვა – სისუსტე. 

ბეთლი სცენაზე რჩება. ეს შეჯიბრია და არა მტრობა. რაუნდი მთავრდება –  ხელს ართმევ. 

წრეში ყველა ერთია. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან ხარ. მთავარი პატივისცემაა.

გაუზიარე. ცოდნა მეხუთე ელემენტია – რაც იცი, უმცროსს გადაეცი.

დატოვე ეგო კართან. გაერთე. ყველაფერი სწორედ ამისთვის შეიქმნა. 

Tbilisi Hip Hop Fest-ის მთავარი გზავნილი ჰიპ-ჰოპის კულტურის ოთხ პრინციპში ერთიანდება: Peace · Love · Unity · Having Fun | მშვიდობა, სიყვარული, ერთობა და გართობა.

17 ოქტომბერს Factory Tbilisi-ში ჰიპ-ჰოპის მოყვარულები სწორედ ამ სულისკვეთებით შეიკრიბებიან. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images

ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი