2026 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 24 ოქტომბერს მალტაში გაიმართა. ჟიურისა და მაყურებლის ხმების ჯამით, 202 ქულით, გამარჯვება სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ მოიპოვა სიმღერით BOO!
მეორე ადგილი 184 ქულით ესპანეთმა დაიკავა, მესამე ადგილზე 165 ქულით საფრანგეთი გავიდა, მეოთხე ადგილი 148 ქულით სან მარინოს ერგო, ხოლო საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე 145 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა.
წლევანდელ საბავშვო ევროვიზიის მასშტაბურ შოუში ევროპის 16 ქვეყანა მონაწილეობდა. კონკურსში მონაწილე ქვეყნები იყვნენ: საქართველო, მალტა (მასპინძელი), საბერძნეთი, სომხეთი, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, უკრაინა, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ირლანდია და ესტონეთი.
ფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე მეთხუთმეტე ნომრად წარდგა და საკონკურსო სიმღერა – Sun on the Rooftops შეასრულა.
სიმღერა გიგა კუხიანიძემ დაწერა, ტექსტზე კი ირინა სანიკიძემ იმუშავა. საკონკურსო სიმღერაზე მუსიკალური კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო.
შეგახსენებთ, რომ საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა საფრანგეთთან ერთად, რომელთაც ეს კონკურსი ოთხჯერ აქვთ მოგებული, სომხეთმა კი წლევანდელი გამარჯვებით ამ ნიშნულზე მესამე ადგილი დაიკავა.
მოუსმინეთ საბავშვო ევროვიზია 2026-ის გამარჯვებულ სიმღერას: