24 ოქტომბერს, ფესტივალ „საჩუქრის” ფარგლებში, ვიმ ვანდეკეიბუსმა გრიბოედოვის სახელობის თეატრში სპექტაკლი „მანკიერი შთამომავლობა“ წარადგინა. მანამდე კი ცნობილმა ბელგიელმა ქორეოგრაფმა და რეჟისორმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ნინო ანანიაშვილთან ერთად მასტერკლასი გამართა.
ვანდეკეიბუსის შემოქმედება თანამედროვე სცენური ხელოვნების ის იშვიათი ფენომენია, როცა საზღვრები ცეკვას, თეატრს, ოპერასა და კინოს შორის მიზანმიმართულად ქრება. 1986 წელს მან დააარსა თანამედროვე ცეკვის კომპანია Ultima Vez, რომელთან ერთადაც საქართველოს ეწვია.
ქორეოგრაფიის რევოლუციონერად წოდებული რეჟისორის სტილი ეფუძნება სხეულის რეაქციას საფრთხეზე, დაძაბულობასა და იპულსზე და მაყურებელს სცენაზე კინოსა და თეატრის სინთეზს სთავაზობს.
მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე დადგმული არაერთი გახმაურებული ნამუშევრის შემდეგ, 2026 წელს ანტვერპენის ოპერაში წარმოდგენილმა ჟორჟ ბიზეს „კარმენმა“ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მისი ქორეოგრაფიის განსაკუთრებულ ხელწერას.
