სოფო ბათილაშვილმა ახალი სიმღერა, სახელწოდებით Propaganda გამოუშვა. არტისტმა ნამუშევარი საკუთარ YouTube არხზე მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად ატვირთა. მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად სოფო ბათილაშვილია, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე Lowred-მა იმუშავა.
ქართველი მსმენელი სოფო ბათილაშვილს უკვე რამდენიმე წელია, კარგად იცნობს. 2024 წელს მუსიკოსმა ბენდთან ერთად მუსიკალური პროექტი Sopo წარადგინა და ალბომი – GAME OVER გამოსცა.
ნახეთ სრული მუსიკალური ვიდეო: