Coachella-ს მთავარი გამომსვლელები დუა ლიპა, SZA და Tame Impala იქნებიან – ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა 11 ნოემბერს განაცხადეს.
ფესტივალის პროგრამაში მონაწილეობას ასევე იღებენ: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალი არტისტი.
ჰიტ Kill Bill-ის შემსრულებელი SZA ფესტივალის სცენაზე ადრეც გამოსულა – 2016 და 2018 წლებში. 2026 წელს კი არტისტი ჯასტინ ბიბერის გამოსვლის დროს სცენაზე სტუმრის სტატუსითაც გამოჩნდა. Coachella-ს გამოცდილი მონაწილეა Tame Impala-ს შემოქმედებითი ლიდერი კევინ პარკერიც, რომელმაც წინა წლებში, ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ, 2019 წელს ჰედლაინერის სტატუსი მოირგო.
დუა ლიპა კი, რომლის 2024 წლის ალბომის, Radical Optimism-ის არაერთ კომპოზიციაზე პროდიუსერად Tame Impala-ს კევინ პარკერი მუშაობდა, Coachella-ს სცენაზე ჯერ არ წარმდგარა. 2017 წელს მომღერალი ფესტივალზე მხოლოდ ერთხელ მიწვეული არტისტის ამპლუაში – Martin Garrix-ის გამოსვლის დროს გამოჩნდა. 2024 წელს გამოცემული Radical Optimism Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილზე გავიდა.
Coachella 2027 უქმე დღეებზე 9-11 აპრილს, მეორე კი 16-18 აპრილს გაიმართება. ბილეთებისა და სპეციალური პაკეტების შესახებ ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ხოლო მათ, ვინც ბილეთების შეძენას ვერ შეძლებს, ფესტივალის პირდაპირ ეთერში ყურება კვლავ ონლაინ შეეძლებათ. YouTube ზედიზედ მე-15 წელია, Coachella-ს ორივე უქმე დღის ექსკლუზიური ტრანსლაციის პარტნიორია.
2027 წლის ჰედლაინერების ოფიციალურ გამოცხადებამდე აქტიურად ვრცელდებოდა მოსაზრებები, რომ ფესტივალის მთავარი არტისტები დუა ლიპა და Tame Impala იქნებოდნენ. მათი გამოსვლა კალიფორნიის უდაბნოში გამართულ ფესტივალზე 2026 წლის ღონისძიებას მოჰყვება, რომლის ჰედლაინერებიც ჯასტინ ბიბერი, საბრინა კარპენტერი და Karol G იყვნენ. გასულ წელს Coachella-ს სცენაზე ასევე წარდგნენ KATSEYE, sombr, The XX, Disclosure, Teddy Swims, Devo, The Strokes, GIVĒON, ედისონ რეი, Labrinth, დევიდ ბირნი, PinkPantheress, Laufey და სხვა არტისტები.
2025 წელს კი ფესტივალის მთავარი არტისტები იყვნენ: Lady Gaga, Green Day, Post Malone და ტრევის სკოტი. იმავე წლის ლაინაფში ასევე შედიოდნენ Missy Elliott, Benson Boone, LISA, FKA Twigs, GloRilla, Tyla, Artemas, Charli xcx, Anitta, Clairo, ENHYPEN, Jimmy Eat World, T-Pain, Megan Thee Stallion, Zedd, JENNIE, Beabadoobee, Ty Dolla $ign, Rema, Shaboozey და სხვები.
ფესტივალის ბილეთების გაყიდვა 13 ნოემბერს დაიწყება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს coachella.com და ნახეთ შემსრულებელთა სრული სია.