Red Bull Turn It Up-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს სახელით DJ noki წარდგება

14 ნოემბერს Red Bull Turn It Up-ის მუსიკალურ შეჯიბრებაში აუდიტორიის რჩეული noki გახდა, რომელიც 2027 წლის თებერვალში დუბლინში, მსოფლიო ფინალზე გამოვა
Red Bull Turn It Up-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს სახელით Noki წარდგება ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
Red Bull Turn It Up-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს სახელით Noki წარდგება
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

საქართველომ საერთაშორისო მუსიკალურ პროექტს – Red Bull Turn It Up პირველად უმასპინძლა. 14 ნოემბერს კლუბ SAMA-ს სივრცეში გამართული ღონისძიება ბეთლის დაძაბულ ფორმატში წარიმართა. შერჩეული ოთხი არტისტიდან  Tropic Ananana, Halal Gvantsal, noki და NAKASHA გამარჯვება  noki-მ მოიპოვა.

Red Bull Turn It Up-ის ფორმატი დიჯეებს მუსიკალურ გამოწვევებს სთავაზობს, რომელთა შესასრულებლად მხოლოდ ტექნიკური ოსტატობა საკმარისი არ არის – მონაწილეებს შემოქმედებითი აზროვნება, სწრაფი რეაგირება, იმპროვიზაციის უნარი და აუდიტორიასთან კომუნიკაციაც მოეთხოვებათ.

Red Bull Turn It Up-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს სახელით Noki წარდგება ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
Red Bull Turn It Up-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს სახელით Noki წარდგება <br> ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართულ ეტაპზე ოთხი დიჯეი/სელექტორი: Tropic Ananana, Halal Gvantsal, Noki და NAKASHA მონაწილეობდნენ. შეჯიბრება რამდენიმე რაუნდად წარიმართა, რომლებშიც მონაწილეები წინასწარ განსაზღვრულ თემებზე უკრავდნენ. თითოეულ ეტაპზე გამარჯვებულს აუდიტორია ავლენდა: მსმენელები ფავორიტს წითელი ან ლურჯი ფერის მანათობელი სამაჯურების აწევით ირჩევდნენ. შეფასებისას ყურადღება ექცეოდა მუსიკალურ არჩევანს, კრეატიულობასა და ენერგიას.

ფინალურ რაუნდში ერთმანეთს Noki და NAKASHA დაუპირისპირდნენ. თემატურ გამოწვევებთან ერთად, არტისტებს ფრისტაილის რაუნდშიც მოუწიათ საკუთარი მუსიკალური გემოვნებისა და იმპროვიზაციის უნარის წარმოჩენა. საბოლოოდ, აუდიტორიის მხარდაჭერით, გამარჯვება Noki-მ მოიპოვა.

Noki | (დაჩი ვაშაკიძე) – მუსიკოსი

„გამარჯვების განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონია, უბრალოდ გასართობად გამოვედი და ადგილზე, რაც თავში მომივიდოდა, იმას ვუკრავდი. მეგონა, რომ NAKASHA გაიმარჯვებდა, ის ნამდვილი GOAT-ია, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მე გავიმარჯვე. ძალიან მაგარია, რომ Red Bull Turn It Up-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს სახელით მომიწევს გამოსვლა, ეს ძალიან მიხარია. ვისურვებდი, რომ გამოწვევებში უფრო მეტი არაკომერციული ჟანრი ყოფილიყო, რათა ჩემი მუსიკალური ჟღერადობა უფრო მეტად წარმომეჩინა და არა მხოლოდ იმ ჟანრების, რომლებიც კომერციულია და რომლებსაც, როგორც წესი, ყველა უკრავს.“

ღონისძიების დასკვნით ნაწილში სცენა Kordz-ს დაეთმო. მან სეტი მარტოკაცთან ერთად შექმნილი კომპოზიციით – „არამი დო შარიქა“ გახსნა.

Red Bull Turn It Up მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიჯეებს აერთიანებს და მათ შესაძლებლობას აძლევს, მუსიკალური გამოწვევების ფარგლებში კრეატიულობა და იმპროვიზაციის უნარი წარმოაჩინონ. დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალზე კი Noki საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

A$AP Rocky-სა და რიანას სამი წლის ვაჟი უკვე მოდის ჟურნალის ყდის ვარსკვლავია

შემდეგი სტატია

ფილ კოლინზი სცენაზე სიტყვით გამოდის 2026 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიაზე, 14 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater.

ფილ კოლინზმა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეკრებილ პუბლიკას მიმართა: „ჩემზე ჯერ ყველაფერი არ გსმენიათ“

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი

მსოფლიო მოდის ლეგენდა საქართველოში: თბილისს ნაომი კემპბელი DJ სეტითა და ექსკლუზიური შოუთი ეწვევა

26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში Mono Hall და Boom Boom Booking Agency ლეგენდარულ ბრიტანელ სუპერმოდელს, ნაომი კემპბელს დიჯეის ამპლუაში წარმოგიდგენთ.
მეტი

სანდრო ჯორბენაძე – ელექტრონული მუსიკა, როგორც გამოცდილება და სივრცე, სადაც იდეები ერთიანდება

„ვფიქრობ, დღევანდელი ქართული ელექტრონული სცენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამაყეა, რომ საქართველომ შეძლო საკუთარი იდენტობის შექმნა და საერთაშორისო ყურადღების მიპყრობა.“ - სანდრო ჯორბენაძე.
მეტი
Modular friends 011

Modular Friends – მოდულარული სინთეზისა და ვიზუალური ხელოვნების ცოცხალი დიალოგი Synthesia Lab-ში

17 მაისს Synthesia Lab-ში Modular Friends-ის მე-11 გამოშვება გაიმართება. ეს არის ღონისძიება, რომელიც მოდულარულ სინთეზს, იმპროვიზაციულ მუსიკასა და აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებას აერთიანებს.
მეტი