ნახეთ: ლორდი ახალ კლიპს The Path ავრცელებს

ფოტო: Lorde/The Path

ახალზელანდიელმა მუსიკოსმა, ლორდმა თავის 2021 წლის ალბომის Solar Power გამხსნელ კომპოზიციაზე The Path ვიდეორგოლი გადაიღო. კლიპში არტისტი ახლად დასახლებულ კუნძულზე იმყოფება, სადაც იქ მობინადრე ადამიანები ყოველდღიურ დავალებებს ასრულებენ: აწყობენ სანაპიროს, აპირკეთებენ კლდეებს, ასრულებენ იოგით ინსპირირებულ ქორეოგრაფიას.

“მსურდა, ბუნიობის დროს გამეზიარებინა მეექვსე ვიდეორგოლი The Path. ეს Solar Power-ის ისტორიის პირველი თავია. ჩემი პერსონაჟი თავის ოჯახსა და მეგობრებს კუნძულზე უერთდება, სადაც ყველამ გადაწყვიტა, ახალი ცხოვრება დაეწყო. მადლობა ჩემს მეგობრებს, რომ მასწავლეს ეს ცეკვა. იმედია, მოგეწონებათ”, – დაწერა ლორდმა სოციალურ ქსელში.

მომღერალმა აგრეთვე ზემოხსენებული ალბომის გამოშვებიდან ერთი წელი შეაჯამა. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი მან ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გამოსცა.

“გულწრფელად რომ გითხრათ, ეს იყო წელი, როდესაც მქონდა საოცარი აღმაფრენები და ისეთი დაცემები, რომლებიც ცხოვრებაში არ განმიცდია. ხალხს გარკვეული დრო დასჭირდა ალბომის გასაგებად. დღესაც კი მომდის იმ ადამიანების მეილები, რომლებმაც ის ახლა მოისმინეს. ბევრ ახალ რამეს ვიგებ ჩემ შესახებ. მგონია, რომ დღეს ყველაზე მეტად ვარ ახლოს ჩემს ხელოვნებასთან”, – დაამატა მუსიკოსმა.

The Path-ის კლიპამდე, ლორდმა ალბომში Solar Power შესულ სიმღერებზე: Mood Ring, Fallen Fruit, Leader of a New Regime და Secrets From a Girl (Who’s Seen It All) გადაღებული ვიდეოები გაავრცელა.

ელა იელიჩ-ო’კონორმა, სასცენო სახელით Lorde, მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Royals, Tennis Court და Team მოუტანა. მუსიკოსმა გრემის ორი ჯილდო 2013 წელს, სწორედ Royals-ის დამსახურებით, წლის სიმღერისა და პოპის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო. ლორდის შემოქმედება სამ ალბომს ითვლის და ელექტროპოპს, დრიმპოპსა და ინდი-ელექტროს აერთიანებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: როკ ბენდი Weezer ჩანაწერს SZNZ: Summer ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: ქუევომ Takeoff-ს $350 000-იანი Migos-ის ყელსაბამი აჩუქა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

გაიცანით Lisa-ს სამყარო

Blackpink-ის სხვა წევრების მსგავსად, Lisa-ს თავისი სუპერძალა აქვს და ახლა მას არა მხოლოდ სოლო კარიერის, არამედ წარმატების ახალი მოდელის შესაქმნელად იყენებს.
მეტი

All I Want for Christmas-ის საავტორო უფლებების საქმეს მოსამართლე, სავარაუდოდ, მერაია კერის სასარგებლოდ გადაწყვეტს

სარჩელში მისისიპელი არტისტი ვინს ვენსი ამტკიცებს, რომ კერის მთავარი საშობაო სიმღერა მისი 1989 წლის იმავე სახელწოდების კომპოზიციის საავტორო უფლებებს არღვევს.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 10 – ადელი

ადელი 2010-იანი წლების ყველაზე დიდი კომერციული ძალა იყო, რომელმაც დაამსხვრია ის მოლოდინები, რაც იმ ეპოქის პოპვარსკვლავებისგან გვქონდა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

მისი დებიუტი სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟის, ჰანა მონტანას როლში შედგა. შემდეგ კი მსოფლიოს საკულტო პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი