ნახეთ: რეპერ სოუითისა და Crocs-ის ერთობლივი კოლექცია

ფოტო: Benjamin Askinas/Crocs

რეპერმა სოუითიმ ბრენდ Crocs-თან თანამშრომლობით Jibbitz-ის სამაგრების კოლექცია გამოუშვა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით ჩაეშვა გაყიდვაში. პრესრელიზის თანახმად, ფეხსაცმლის მოსართავები აერთიანებს ყველაფერს, რაც მუსიკოსს უყვარს: სიკაშკაშესა და ძვირადღირებულ შესახედაობას.

“კროკსის” ვებგვერდზე შესაძლებელია სამაგრებისა და სანდლების ორი კომპლექტის: Saweetie X Crocs Classic Cozzzy Sandal Bundle ($74.99) და Saweetie X Crocs Classic Clog Bundle ($69.99) შეძენა.

“ჩემს თაყვანისმცემლებს უკვე შეუძლიათ, Jibbitz-ის სამაგრების საშუალებით, ჩაცმულობა უფრო მდიდრული გახადონ. “კროკსი” ჩემი ერთ-ერთი რჩეული ბრენდია. მისთვის ფასეულია თვითგამოხატვა ისევე, როგორც ჩემთვის”, – აღნიშნა ჰიპ ჰოპ არტისტმა.

ლიმიტირებული ოდენობის სამაგრების შეძენის მსურველები 21-დან 24 ივნისამდე ვებგვერდს Crocs.com უნდა ესტუმრონ, სადაც ყიდვის უფლების მოსაპოვებლად კენჭისყრაში მონაწილეობა შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ კოლექციის წარსადგენად “კროკსმა” და სოუითიმ პლატფორმა Obsess-თან ითანამშრომლეს, რომლის დახმარებითაც ინტერაქტიული ვირტუალური მაღაზია შექმნეს. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებლები სწორედ აქ დარეგისტრირდებიან.

ფოტო: Benjamin Askinas/Crocs
ფოტო: Benjamin Askinas/Crocs

დიამონტე ჰარპერმა, სასცენო სახელით Saweetie, მუსიკალური კარიერა 2017 წელს დაიწყო, 2018-ში კი ის ერთ-ერთი მსხვილი ლეიბლის Warner Bros. Records წევრი გახდა. იმავე წლის მარტში რეპერმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი High Maintenance გაავრცელა, რომლის მთავარი სინგლიც პლატინის სტატუსის მქონე კომპოზიცია Icy Grl გახლავთ. 2019 წელს კალიფორნიელმა მსმენელს მეორე EP სახელწოდებით Icy შესთავაზა. მუსიკოსი გრემიზე ორჯერ იყო წარდგენილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კრის ბრაუნი და ნორმანი კლიპს WE (Warm Embrace) ავრცელებენ

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონი მერენ მორისის RSVP-ს მღერის

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი