ნახეთ: კელი კლარკსონი მერენ მორისის RSVP-ს მღერის

ფოტო: We Are the Rhoads/Billboard

ამერიკელმა პოპ მომღერალმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, თანამემამულე მუსიკოსის, მერენ მორისის 2019 წლის ბალადა RSVP შეასრულა. 

• მოუსმინეთ: კელი კლარკსონმა ახალი ჩანაწერი Kellyoke გამოუშვა

RSVP მერენ მორისის რიგით მეორე ალბომში Girl არის წარმოდგენილი. როგორც ავტორმა ჟურნალ Billboard-თან ინტერვიუში აღნიშნა, ეს სიმღერა “ძალიან სექსუალურია”, თუმცა, არა უხამსი.

“ის არაა უხამსი – იმიტომ კი არა, რომ ეს ცუდ რამედ მიმაჩნია. ამ სიმღერაში ყველაზე მეტად ვარ დარწმუნებული საკუთარ სხეულში, სექსუალობასა და სიძლიერეში”, – განაცხადა მორისმა.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ: რეპერ სოუითისა და Crocs-ის ერთობლივი კოლექცია

შემდეგი სტატია

დუა ლიპას პაპარაცი უჩივის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი