ემინემი: ჰიპ ჰოპს თერაპიული ეფექტი აქვს

Kevin C. Cox/GI

გავლენიანი ჰიპ ჰოპ არტისტი, ემინემი რადიოსადგურის SiriusXM Shade 45 დილის გადაცემას Sway in the Morning სტუმრობდა. წამყვან სვეი ქოლოვეისთან ინტერვიუში ემსიმ გაამხილა, რომ რითმების წერა მის მენტალურ ჯანმრთელობასა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაში ძალიან დაეხმარა.

“რეპ მუსიკაში კარგი ისაა, რომ მასში მთელი შენი ცხოვრება შეგიძლია, ჩადო. თერაპიული ეფექტი აქვს. ჩემს შემთხვევაში მუდმივად ასე იყო”, – აღნიშნა მუსიკოსმა.

ემინემმა აგრეთვე თავისი ლეიბლის Shady Records ახალ რელიზზე, ვესთსაიდ ბუგის ალბომზე More Black Superheroes ისაუბრა.

“სახელწოდება, ყველაფერი ძალიან კარგია. მომწონს იმის ყურება, როგორ იზრდება ის, უფრო და უფრო საუკეთესო ხდება. ამ ალბომში ბუგიმ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ჩააქსოვა. გესმით ხომ, რასაც ვამბობ? თერაპიული ეფექტი აქვს”, – კვლავ გაიმეორა ჰიპ ჰოპ არტისტმა.

აღსანიშნავია, რომ ემინემმა ახლახან სილო გრინთან თანამშრომლობით ბაზ ლერმანის ბიოგრაფიული ნამუშევრისთვის Elvis შექმნილი საუნდტრეკი The King & I გაავრცელა.

მარშალ მეზერსი დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან რეპერად მიიჩნევა. სწორედ მან შეუწყო ხელი ამერიკის დიდ ნაწილში ჰიპ ჰოპის პოპულარიზაციას. მისი გლობალური წარმატებისა და საყოველთაოდ აღიარებული ნამუშევრების დამსახურებით ემინემმა შეძლო რასობრივი ბარიერის ნგრევა და ჰიპ ჰოპის მეინსტრიმში თეთრკანიანი რეპერების მიღებას დაუდო დასაბამი. მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Infinite 1996 წელს გამოუშვა. ჯამში მისი დისკოგრაფია 11 სტუდიურ ნამუშევარს ითვლის, რომელთაგან ცხრა Billboard 200-ის სათავეშია მოხვედრილი. არტისტს დღემდე მსოფლიოში 220 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 15 გრემის, ოსკარისა და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფოსთ მელოუნისა და 21 Savage-ის ჰიტმა Rockstar იუთუბზე მილიარდი ნახვა დააგროვა

შემდეგი სტატია

ნახეთ: 2022 წლის BET Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

Drake-ის ალბომი Iceman ოფიციალურად მალე გამოვა –  ნახეთ რელიზის თარიღი

სტრიმერმა Kishka-მ ტორონტოში Iceman-ის ინსტალაციის თავზე განთავსებული ჟურნალი აღმოაჩინა, სადაც პროექტის გამოსვლის თარიღი იყო მითითებული.
მეტი

MAMAFLEX-ის ლაივი და ახალი ალბომის პრეზენტაცია კლუბში Mtkvarze

7 მარტს კლუბი Mtkvarze ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის, MAMAFLEX-ის ლაივს უმასპინძლებს. არტისტი მსმენელის წინაშე ახალი პროექტით და თავისი ბოლო რელიზით Retired Crashout წარდგება.
მეტი

დონალდ ტრამპმა Diddy-ს შეწყალების ხელნაწერ თხოვნაზე უარი უთხრა

პრეზიდენტმა მანამდე აღნიშნა, რომ კომბსის მიერ მისი მისამართით გაჟღერებულმა კრიტიკამ რეპერის შეწყალება კიდევ უფრო გაართულა.
მეტი