ფოსთ მელოუნისა და 21 Savage-ის ჰიტმა Rockstar იუთუბზე მილიარდი ნახვა დააგროვა

ფოტო: Post Malone/Rockstar

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, ფოსთ მელოუნისა და რეპერ 21 Savage-ის 2017 წლის ჰიტზე Rockstar გადაღებულმა ვიდეორგოლმა იუთუბზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა. ეს ფოსთის მესამე, ხოლო სევიჯის პირველი კლიპია, რომელმაც ხსენებულ პლატფორმაზე მსგავს წარმატებას მიაღწია. ვიზუალური ნამუშევრის რეჟისორი ემილ ნავა გახლავთ.

ფოსთ მელოუნს პირველი შვილი შეეძინა

• მოუსმინეთ: ფოსთ მელოუნმა ახალი ალბომი Twelve Carat Toothache გამოუშვა

ვიდეოში, რომელიც ბუნდოვანი კადრითაა გადაღებული, მელოუნი და სევიჯი საუბრობენ როკვარსკვლავის ცხოვრებაში გოგონებისა და ნარკოტიკების სიმრავლის შესახებ. აგრეთვე, ხმლების საშუალებით მტრებს ებრძვიან და საბოლოოდ იმარჯვებენ.

აღსანიშნავია, რომ Rockstar ბილბორდის ცხელ ასეულს 8 კვირის განმავლობაში ლიდერობდა, ზოგადად ჩარტში კი 41 კვირა დარჩა. ტრეკი ფოსთის 2018 წლის რიგით მეორე ალბომში Beerbongs & Bentleys არის წარმოდგენილი.

მელოუნმა, რომლის კლიპებმა Sunflower და Congratulations წარსულში აგრეთვე მილიონი ნახვა დააგროვა, ჟურნალ Billboard-თან ინტერვიუში Rockstar-ის შექმნის შესახებ ისაუბრა.

“Quad Studios-ში ვიყავით. ვიღაც ბავშვი მოვიდა, რომელიც, მგონი, გვერდზე ოთახში მუშაობდა. მითხრა, შეიძლება, ჩემი ბითები მოგასმენინოო? კი, მეთქი. მე კარგი ბიჭი ვარ, მოვუსმენ-მეთქი. ჩართო და ეს იყო საოცრება. მაშინვე ჩავწერე ჩემი ნაწილი და ინსტრუმენტალი 21 Savage-ს გადავუგზავნე. მას თავისი სტილი აქვს, სხვა არაფერი ადარდებს, ვიფიქრე – მოუხდებოდა. ისე ჩაწერა, უკეთესს ვერ წარმოვიდგენდი”, – გაიხსენა მუსიკოსმა.

ოსტინ რიჩარდ პოსტმა მუსიკალური მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. ფსევდონიმი Post Malone მას რეპერის სახელის ონლაინ გენერატორმა შესთავაზა. არტისტისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა 2015 წლის ჰიტი White Iverson, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში მე-14 ადგილზე გავიდა. ამის შემდეგ მან გავლენიან ლეიბლ Republic Records-თან გააფორმა კონტრაქტი. 2016 წელს შემსრულებელმა სადებიუტო ალბომი Stoney გამოუშვა, რომელშიც ბრილიანტის სტატუსის მქონე სინგლი Congratulations შევიდა. ფოსთის მომდევნო ორმა სტუდიურმა ჩანაწერმა Beerbongs & Bentleys და Hollywood’s Bleeding ჩარტ Billboard 200-ში პირველი ადგილი დაიმსახურა. არტისტს დღემდე მსოფლიოში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მისი შემოქმედება პოპის, ჰიპ ჰოპის, არენბისა და თრეფის სინთეზია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტი საუნდტრეკს Carolina ავრცელებს

შემდეგი სტატია

ემინემი: ჰიპ ჰოპს თერაპიული ეფექტი აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

მისი დებიუტი სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟის, ჰანა მონტანას როლში შედგა. შემდეგ კი მსოფლიოს საკულტო პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი