ჯეფ უანფორი, The Beatles Anthology-ის რეჟისორი, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

The Beatles Anthology, რომელიც 1990-იან წლებში გამოვიდა, ავტორიზებული მულტიმედია პროექტი იყო.

ჯეფ უანფორი, გრემის მფლობელი ბრიტანელი რეჟისორი, რომელმაც The Beatles Anthology  გადაიღო, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტი მისმა ქალიშვილმა დაადასტურა. 

The Beatles Anthology, რომელიც 90-იანი წლებში გამოვიდა, ავტორიზებული მულტიმედია პროექტი იყო, რომელიც 8-ნაწილიან დოკუმენტურ ფილმს, ალბომების 3 ნაკრებსა და წიგნს მოიცავდა. უანფორმა ჯამში 2 წელი მიუძღვნა ფილმს, რომელიც არქივის ჩანაწერებსა და მაშინ უკვე ჯგუფის დარჩენილი სამი წევრის ახალ ინტერვიუებს აერთიანებდა (პოლ მაკარტნი, რინგო სტარი და ჯორჯ ჰარისონი). უონფორის მთავარი გამოწვევა ფილმში უკვე გარდაცვლილი ჯონ ლენონის კომენტარების ჩასმა იყო. 

„ინტერვიუებში ის ძალიან ვოკალური იყო. მომივიდა იდეა, რომ მომესმინა მისი ყველა ინტერვიუ, ამეღო იქიდან შესაბამისი კითხვები და ჯგუფის დანარჩენი წევრებისთვის დამესვა. გამოვიდოდა ისე, თითქოს ოთხივე ერთსა და იმავე კითხვას პასუხობდა. სინამდვილეში ასეც იყო,” – ჰყვება რეჟისორი ინტერვიუში.

The Beatles Anthology-მ  ბენდის ახალი პოპულარობის ტალღა ააგორა და უანფორსა და მის თანარეჟისორს ბობ სმეტონს 1997 წელს საუკეთესო მუსიკალური ხანგრძლივი ვიდეოსათვის გრემი მოუტანა. 

უანფორს გადაღებული აქვს პოლ მაკარტნის ვიდეოკლიპებიც In the World Tonight და Young Boy. ასევე მომღერლის კონცერტის ვიდეო ლივერპულში. 

ჯეფ უანფორი ბრიტანულ შოუ-ბიზნესში 1980-იანი წლებიდანაა ცნობილი, როცა მან The Tube-ის ეპიზოდები გადაიღო და დოკუმენტური ფილმი გააკეთა ფილმ Shanghai Surprise-ის შესახებ, სადაც მადონა და შონ პენი თამაშობენ და რომლის პროდიუსერიც ჯორჯ ჰარისონი იყო. სწორედ ჰარისონთან თანამშრომლობამ მოუტანა უონფორს მთავარი წარმატებაც.

2018 წლის ნიუკასლის ფილმის ფესტივალზე რეჟისორი მოჰყვა, თუ როგორ ჩაერთო The Beatles Anthology-ის პროექტში.

„მამაჩემთან ვიყავი და მირეკავს პოლ მაკარტნი. მეუბნება: ‘გამარჯობა, კარგად ხარ? გუშინ შენს მეგობარს ველაპარაკებოდი.’ ვფიქრობ, ვის იცნობს ასეთს, მეც რომ ვიცნობ… Მერე ამბობს: ‘პატარა ბიჭია, ჯორჯ ჰარისონი. მოკლედ დიდხანს ვისაუბრეთ. The Beatles-ის ისტორიის შექმნა გვინდა და ეს კაცი შენ ხარ.’ ”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

LOUDspeakers

25 ნოემბერს ჯგუფი LOUDspeakers Mono Hall-ში კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

მეტალიკას კონცერტი Helping Hands პირდაპირი ეთერით გადაიცემა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

23 მაისს სასტუმრო Telegraph-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში თანამედროვე ჯაზის, სოულისა და ელექტრონული ჟღერადობის უნიკალური კოლაბორაცია შედგება.
მეტი

„Project: U” – გურამ მაცხონაშვილი და Quemmekh ერთობლივ საიდუმლო პროექტზე მიანიშნებენ

Quemmekh-ს და გურამ მაცხონაშვილს უკვე რამდენიმე წელია, შემოქმედებითი პაუზა აქვთ, შესაბამისად, კოლაბორაცია სახელოვნებო სცენაზე მათ ერთგვარ დაბრუნებად შეიძლება მოვიაზროთ.
მეტი

რეფლექსიები ჟანრზე: „ჯაზი სიკვდილისგან შორსაა” (სტუმრის სვეტი)

ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი ჯუდით ოუენი ფიქრობს, რომ ახალგაზრდა არტისტები და აუდიტორია ჯაზს აყვავებაში ეხმარებიან.
მეტი
კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი
ოლივია როდრიგო Adrian Martin

ოლივია როდრიგო ახალი სინგლის, The Cure-ის გამოსვლას აანონსებს: „ეს ჩემი ფავორიტი სიმღერაა მომავალი ალბომიდან“ – ამბობს არტისტი

სიმღერა Billboard Hot 100-ის პირველადგილოსანი ჰიტის, Drop Dead-ის შემდეგ გამოდის.
მეტი
Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი