Elektrowerk – ალტერნატიული მუსიკალური სახელოვნებო სივრცე

კულტურულ-სახელოვნებო სივრცე Elektrowerk, მიტოვებული საბჭოთა დროინდელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს. ვინტაჟურ-ავთენტური სული და ანდერგრაუნდ მუსიკა სცენაზე ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. საერთო ჯამში კი მათი ერთობლიობა იდეალურ სინთეზს ქმნის.
Elektrowerk
Elektrowerk

მსმენელისთვის ეს ადგილი წარსულის, მელანქოლიურ ატმოსფეროში ერთგვარი დაბრუნებაა, სადაც თანამედროვე სახელოვნებო სივრცის ელემენტებით გაჯერებული გარემო დროში გამოგზაურებს.

„მუსიკალური სივრცე Elektrowerk დიდი პროექტის ნაწილია, რომელიც საბჭოთა პერიოდის ელექტრო ძრავების ქარხანას კულტურულ-გასართობ, სახელოვნებო სივრცედ აქცევს.  ამ ტერიტორიაზე უკვე არსებობს თანამედროვე ხელოვნების ცენტრი. მალე იხსნება მუსიკალური ჩამწერი სტუდია და საინტერესო პროექტები ხორციელდება. პროექტი საწყის ეტაპზეა და სამომავლოდ კიდევ ბევრი  სიახლე იქნება.

Elektrowerk

ჩვენი კლუბის, მუსიკალური სივრცის მთავარი მიზანია, რეგიონში ალტერნატიული მუსიკალური სახელოვნებო ადგილი არსებობდეს, სადაც ნებისმიერი ალტერნატიული მუსიკა იქნება წარმოჩენილი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანაა, უცხოელ არტისტებთან ქართველი მუსიკოსების ინტეგრაცია. პრინციპულად ამ მიმართულებით ვმუშაობთ. უკრაინულ კომპანიასთან თანამშრომლობით ამ სივრცეში პოსტ-პანკ ჯგუფის She Passed Away-ს კონცერტი შედგა. სწორედ ჩვენი ინიციატივით მათთან ერთად,  ქართულმა ჯგუფმა SKAZZ-მა დაუკრა. ეს საერთო კონცერტები ქართველი ჯგუფების პოპულარიზაციას და განვითარებასაც ხელს უწყობს.“ – გივი მაჭავარიანი Elektrowerk-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

Elektrowerk-ის დამფუძნებლები საქართველოში ცდილობენ ალტერნატიული და ანდერგრაუნდ სივრცის მაქსიმალურად დიდი ნაწილი მოიცვან და სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების განვითარებას ხელი შეუწყონ. 

„სამომავლოდ ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. ჩვენი კარი ნებისმიერი პრომოუტერისთვის თუ მუსიკალური ჯგუფისთვის ღიაა. She Passed Away-ს კონცერტიც უკრაინულ მუსიკალურ პრომოუტერებთან თანამშრომლობით შედგა.

Elektrowerk

მომავალ წელს Lebanon Hanovery-ს კონცერტიც, ქართველ არტისტებთან ერთად არის დაგეგმილი.  თანამედროვე Black Metal-ის ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფის Harakiri For The Sky-ს კონცერტიც შედგება. ამის გარდა ადგილობრივი ჯგუფების კონცერტებიც იგეგმება. მაქსიმალურად ვცდილობთ სცენა ქართველ მუსიკოსებს დავუთმოთ.  25 დეკემბერს, ძალიან მაგარი კონცერტი იქნება,  სადაც სამი ქართული Black Metal ჯგუფი: Psychonaut4, Askeesi და TTT X Hitori წარდგება მსმენელის წინაშე.“ – გივი მაჭავარიანი Elektrowerk-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

Elektrowerk მხარს უჭერს უკრაინას და ამ ხნის განმავლობაში,  არაერთი საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა, შეგროვებული თანხა კი უკრაინის მხარდამჭერ ფონდებში გადაირიცხა.

„მნიშვნელოვანი ინფორმაციაა კიდევ ის, რომ უკრაინის ომის პერიოდში, ჩვენ ქართველ მუსიკოსებთან ერთად მთელი რიგი საქველმოქმედო კონცერტები ჩავატარეთ, სადაც უკრაინის დასახმარებლად თანხები შეგროვდა. ასევე ამ პერიოდის განმავლობაში, ეს ადგილი უკრაინელი არტისტებისთვის  ერთგვარ პლატფორმად იქცა. აღსანიშნავია, რომ  როგორც უკრაინელი არტისტები, რომლებიც ჩვენთან საქველმოქმედო კონცერტებს ატარებენ,  ასევე  რუსეთში აკრძალული, რუსი და ბელორუსი არტისტებიც, ვინც ამ ომს ეწინააღმდეგება,  მათთვისაც ეს სივრცე და სცენა იქცა პლატფორმად,  სადაც კონცერტებს ატარებენ. ამ ხნის განმავლობაში Elektroverk-ს ბევრი ცნობილი არტისტი ეწვია და კიდევ ეწვევა.  საერთო ჯამში საქველმოქმედო ღონისძიებებიდან  საკმაოდ სოლიდური თანხა შეგროვდა, რომელიც უკრაინის სხვადასხვა ფონდებში გადაირიცხა.“ – გივი მაჭავარიანი Elektrowerk-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

Elektrowerk
Elektrowerk

ანდერგრაუნდ, ალტერნატიული სივრცე  Elektrowerk, სამომავლოდ მსმენელებს შთამბეჭდავ დღეებს ჰპირდება, სადაც გამორჩეული არტისტები მიტოვებული ქარხნის სცენას კვლავ ახალ სიცოცხლეს შესძენენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლექა მიქელე, 2022 წლის 5 დეკემბერი, ინტერვიუ სეტ მეიერსთან Late Night Show - ფოტო: ლოიდ ბიშოპი

ლეა მიქელის თქმით, ბარბარა სტეიზანდისგან წერილი მიიღო

შემდეგი სტატია

ანდრეა ბოჩელი და მისი ოჯახი საახალწლოდ სიმპსონებს შეხვდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი