„მზად ვარ მხიარულებისათვის“- სელენა გომესი ახალ მუსიკალურ ნამუშევრებს აანონონსებს

„ახლა მხიარულებისათვის მზად ვარ და ვფიქრობ, ხალხს ეს მოეწონება”

ნოემბერში Apple TV+-ზე სელენა გომესის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის,  My Mind & Me პრემიერა შედგა. დეკემბერში კი ვარსკვლავმა ამავე  სახელწოდების სიმღერის მუსიკალური ვიდეო გაავრცელა. 

სელენა გომესი The Tonight Show-ში იყო მიწვეული. გადაცემის წამყვანთან, ჯიმი ფელონთან საუბრისას აღნიშნა, რომ მუსიკალურ კარიერას აგრძელებს და ახალ სიმღერებზე მუშაობს. როგორც გომესმა თქვა, აპირებს თავის ნამუშევრებში მხიარული და საზეიმო განწყობა დააბრუნოს. 

სელენა გომესის ბოლო სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Rare, 2020 წელს გამოვიდა. ალბომი Billboard 200-ის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა. 

„სევდიანი სიმღერების წერას მივეჩვიე, მაგრამ ახლა მხიარულებისათვის მზად ვარ და ვფიქრობ, ხალხს ეს მოეწონება” – თქვა მომღერალმა. 

როგორც ვარსკვლავმა აღნიშნა, 2023 წელი მისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება. სელენა გომესი დეტექტიურ სერიალში, სახელწოდებით Only Murders in the Building, ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. იგი პარტნიორობას სტივ მარტინს და მარტინ შორტს უწევს. გომესმა გადაცემის მსვლელობისას თქვა, რომ 2023 წლის იანვარში სერიალის მე-3 სეზონის გადაღებები დაიწყება.

ვარსკვლავმა საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობაზეც ისაუბრა. „ვიცი, რომ ამ ბრძოლას  სიცოცხლის ბოლომდე გავაგრძელებ. ვფიქრობ, მენტალური ჯანმრთელობა უაღრესად მნიშვნელოვანია და მას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.“

იხილეთ ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Red Hot Chili Peppers-ის Californication Youtube-ის „მილიარდნახვიანთა კლუბს” შეუერთდა

შემდეგი სტატია

ჯგუფმა Backstreet Boys საშობაო სიმღერაზე გადაღებული ანიმაციური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი