სტივი უანდერი House Full of Toys-ის საქველმოქმედო ღონისძიებაზე: „მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ისევ“

ლოს-ანჯელესში Microsoft-ის თეატრში შემსრულებლებს შორის, ტრომბონ შორტი, გრეგორი პორტერი და ჯოდი უოთლიც იყვნენ.
სტივი უანდერი, 2022 წლის, 17 დეკემბერი House Full Of Toys Benefit-ის, ოცდამეოთხე კონცერტზე. ფოტო: ლესტერ კოენი Wonder Productions Inc-თვის.
სტივი უანდერი, 2022 წლის, 17 დეკემბერი House Full Of Toys Benefit-ის, ოცდამეოთხე კონცერტზე. ფოტო: ლესტერ კოენი Wonder Productions Inc-თვის.

Microsoft-ის თეატრში, საქველმოქმედო კონცერტ – House Full of Toys-ის  ბილეთები სრულად გაიყიდა. სტივი უანდერმა ჰარმონიკაზეც დაუკრა. მუსიკოსი სცენაზე დიდი ხნის მეგობართან და საღამოს რეჟისორ რიკი მინორთან ერთად გავიდა, რასაც დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი ოვაციები მოჰყვა.

საქველმოქმედო ღონისძიება House Full of Toys, სტივი უანდერის არაკომერციული ფონდის We Are You-ს ფარგლებში იმართება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად არის შექმნილი. ღონისძიებაზე დამსწრე პირებს ბავშვებისთვის სათამაშოები მოაქვთ. წელს გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე მუსიკოსი  ტომბრონ შორტიც მონაწილეობდა.

ტომბრონ შორტი, House Full of Toys – ოცდამეოთხე საქველმოქმედო კონცერტზე, 17 დეკემბერი, 2022 წელი. ფოტო: ლესტერ კოენი.

გრეგორი პორტერმა  – 2016 წლის ალბომიდან სიმღერა  Take Me to the Alley – შეასრულა. 

კონცერტზე გამოვიდნენ თინა და ტედი კემპებლები, კონ პოლ მაკგის ტრიო, კიმბერლი ბრუნი, სტივი უანდერის ქალიშვილებთან – ზაია და ნიასთან ერთად.  

კონცერტზე სტივი უანდერმა ფორტეპიანოს თანხლებით, ყველასთვის ცნობილი სიმღერები შეასრულა, რომელსაც აღფრთოვანებული მსმენელი მქუხარე  ტაშით შეეგება. შოუს დასაწყისში მუსიკოსმა სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად What Christmas Means To Me იმღერა.

„ყველანი ძალიან მიყვარხართ. ღმერთს მადლობას ვუხდი ყველა იმ სიმღერისთვის, რომელიც დავწერე. თუ სიყვარულის გჯერათ, ერთ წამსაც ვერ დაკარგავთ სიძულვილისთვის. მოდით დღეს მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ისევ.“ -მიმართა აუდიოტრიას სტივი უანდერმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

SNL-ის ეთერში Lizzo-მ სტივი უანდერის ცნობილი სიმღერა, Someday at Christmas შეასრულა

შემდეგი სტატია

ჯენეტ ჯექსონი ტურნეს შესახებ საუბრობს და ახალ სიმღერებს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი