არტისტმა კოკა ნიკოლაძემ ახალი მუსიკალური ინსტრუმენტი წარადგინა

ეს არის ოთხხმიანი სინთეზატორი, რომელიც ძრავებზე დამაგრებული ობიექტების მეშვეობით, სხვადასხვა ჟღერადობას ქმნის.

კოკა ნიკოლაძე ნორვეგიაში მოღვაწე არტისტია, რომელსაც მსმენელი ექსპერიმენტული პროექტებით იცნობს. ხუთ წელზე მეტია, რაც კოკა უნიკალურ  მუსიკალურ ინსტრუმენტებს ქმნის. ამჯერად, მან ახალი გამოგონება – Drone Box No.1. წარადგინა. 

როგორც ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, ეს არის ოთხხმიანი სინთეზატორი, რომელიც ძრავებზე დამაგრებული ობიექტების მეშვეობით, სხვადასხვა ჟღერადობას ქმნის. ამ ობიექტების შეცვლა კი, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელ. ყუთი MIDI  კლავიატურით, ან კომპიუტერით იმართება.  ინსტრუმენტს ხმის მართვის ჭკვიანი ავტომატური რეჟიმიც აქვს.

„პირველი ინსტრუმენტის იდეა სრულიად სპონტანურად გამიჩნდა. არც აღმიქვია სერიოზულად, უბრალოდ დავჯექი სახელოსნოში და გავაკეთე. მერე ვეღარ გავჩერდი.  ასეთი სპონტანური იდეები ხშირად ჩნდება და ქრება. ამჯერად იდეა დაიბადა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ რასაც სერიოზულად არ აღვიქვამდი, საბოლოოდ ჩემი კარიერის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ეს დღემდე მიკვირს. ამჟამად  კერძო კოლექციებისთვის  რამდენიმე ახალ ინსტრუმენტზე ვმუშაობ.” –  კოკა ნიკოლაძე, არტისტი.

კოკა ნიკოლაძეს ნორვეგიაში საკმაოდ აქტიური და  წარმატებული მუსიკალური კარიერა აქვს. ის  „ნორვეგიის მუსიკის აკადემიაში“ (Norges musikkhøgskole) ასწავლის. ამჟამად, კოკა ნორვეგიელ მუსიკოსთან, თინე ჰელსეტთან და „ნორვეგიულ ხმებთან“ პრემიერისათვის ემზადება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tracks That Should’ve Been Written By Us – გიორგი გიგაშვილის, Janngo-ს და ნინი ნუცუბიძის კონცერტი

შემდეგი სტატია

ფეხმძიმე ჯესი ჯეი პირველი ტრიმესტრის სირთულეებს აზიარებს: „ვერც კი აგიხსნით, თავს იმდენად ცუდად ვგრძნობ”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი