კრისი ტეიგენი და ჯონ ლეჯენდი ახალშობილი გოგონას სახელსა და მის პირველ ფოტოს აზიარებენ: „ნეტარებაში ვართ”

„სახლში დიდი აურზაურია და ჩვენი ოჯახისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.”
კრისი ტეიგენი და ჯონ ლეჯენდი „ემის” 74-ე დაჯილდოებაზე
Trae Patton/NBC via GI

13 იანვარს ჯონ ლეჯენდსა და კრისი ტეიგენს ქალიშვილი შეეძინათ. წყვილმა გულშემატკივრებს მისი სახელი და პირველი ფოტო გაუზიარა.

ფოტოში ახალდაბადებული გოგონა ლეჯენდისა და ტეიგენის უფროს შვილებს უჭირავთ. „ის აქ არის! ესტი მაქსინ სტივენსი,” –  წერს კრისი. „სახლში დიდი აურზაურია და ჩვენი ოჯახისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მამა ღამღამობით სიხარულის ცრემლებს ღვრის, როცა სიყვარულით სავსე ლუნასა და მაილსს უყურებს. ნამდვილ ნეტარებაში ვართ. მადლობა ყველას სიყვარულისა და კეთილი სურვილებისთვის.”

ქალიშვილის დაბადება გულშემატკივარს ერთ-ერთი კონცერტის დროს თავად ლეჯენდმა აუწყა. მან თქვა, რომ კონცერტის წინ არ უძინია, რადგან საავადმყოფოში დიდი დრო გაატარა. თუმცა ქალიშვილის დაბადების შემდეგ თავს მაინც ენერგიულად გრძნობდა.

წყვილი 2020 წელს ვაჟს ელოდებოდა, რომლისთვისაც ჯეკი უნდა დაერქმიათ. თუმცა კრისის მაშინ მუცელი მოეშალა. 2022 წლის აგვისტოში კი გაამხილა, რომ ისევ ორსულად იყო. 

ნახეთ ტეიგენის პოსტი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესმა გაამხილა, რომ 2003 წლის VMA-ს ცერემონიაზე მადონას და ბრიტნი სპირსის ცნობილი კონცის მონაწილე უნდა ყოფილიყო

შემდეგი სტატია

სემ სმითის თქმით, რიანას და მადონას დანახვისას ნამდვილი ფანივით ღელავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი